x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138388
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
5 ყველაზე ექსტრემალური ეკლესია-მონასტერი მსოფლიოში,სადაც მისვლა ადვილი არ არის
მსოფლიოში არის ეკლესია მონასტრები, რომელთა მდებარეობამ შეიძლება შეაშინოს ყველაზე ექსტრემალური ტურისტებიც კი.


ეს საინტერესო შენობები მდებარეობს ძალიან უჩვეულო ადგილებში.



1.სენტ-მიშელ დ'ეგილის ეკლესია

ეკლესია, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის კომუნა ეგიულში, მდებარეობს 85 მეტრიანი ვულკანური წარმოშობის კლდის თავზე.


image

იგი აშენდა 961 წელს და მასთან მისასვლელად საჭიროა ორასზე მეტ საფეხურზე ასვლა.

image

სამშენებლო სამუშაოები რთული და ძალიან ხანგრძლივი იყო, რადგან კიბეები უნდა ამოეჭრათ ვულკანურ კლდეში, რომელიც დღემდე ერთადერთი მისასვლელი გზაა .

image


2.კაცხის სვეტი

ეს არაჩვეულებრივი ნაგებობა წესით ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს ნანახი, რომელიც მდებარეობს იმერეთის მხარეში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. . სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა.

image

რავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ.

image

. კაცხის სვეტზე ასვლა აკრძალულია. გამონაკლის შემთხვევებში, ადგილობრივი ბერების ლოცვა-კურთხევით, სვეტზე მხოლოდ მამაკაცების ასვლაა შესაძლებელი. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები, რაც სვეტზე ამჟამად მოღვაწე ბერი მაქსიმეს დამსახურებაა.

image


3.სიმონოპეტრას მონასტერი

სიმონოს პეტრას, ანუ სიმონოპეტრას მონასტერი მდებარეობს ათონის მთის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ერთ-ერთ მაღალ კლდის პირას, რომელიც სამი მხრიდან გაშლილია.

image

იგი მყარად დგას 330 მეტრის სიმაღლეზე კლდოვანი მთის მწვერვალზე

მონასტერი წმიდა მეუფე სიმონმა XIII საუკუნის შუა ხანებში დააარსა.

image

მონასტრის არქივში დაცულია უამრავი ბერძნული, თურქული, რუმინული დოკუმენტი, საგალობელთა გრაგნილები, ნაბეჭდი წიგნები, თუმცა ყველა პოსტბიზანტიურ პერიოდს განეკუთვნება.

image

მონასტერში დაცულია ძვირფასი ხატები, შესამოსლები, ვერცხლის ნაკეთობანი, გრავიურები, ანტიმინსები, მაგრამ მისი უდიდესი განძია მარიამ მაგდალინელის მარჯვენა, რომელიც 2000 წელია უხრწნელად ინახება. ამჟამად მონასტერში 50 ბერი მოღვაწეობს


4.პანაგია ჩოზოვიოტისას მონასტერი

სტრუქტურა მჭიდროდ არის მიშენებული კლდეზე, რომელიც საბერძნეთში, ამორგოსის კუნძულზე მდებარეობს.მართლმადიდბლური მონასტერი აშენდა 1088 წელს იმპერატორ ალექსი I კომნენოსის ბრძანებით.

image

ზღვის დონიდან სამასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ნაგებობები კლდის ნაწილია.

image

ამჟამად მონასტერი ცნობილია თაფლისა და ნუშის საფუძველზე დამზადებული ლიქიორის წარმოებით.

image

5 კიდული მონასტერი(სიუანკუნ-სი)

სატაძრო კომპლექსი აგებულია კლდეზე წმინდა მთა ჰენშენის მახლობლად შანსის პროვინციაში, ჩინეთში. მონასტერი 491 წელს ჩრდილოეთის ვეითა დინასტიის დროს აშენდა. კომპლექსი აერთიანებს ბუდისტურ, დაოსურ და კონფუციანურ საკურთხევლებს.

image

მონასტერში ციცაბო კედლის გასწვრივ დაახლოებით 40 დარბაზი და პავილიონია განთავსებული. ნაგებობები ხიმინჯებს ემყარება, რომლებიც თავის მხრივ კლდეშია ჩასობილი. თავად კლდე მონასტრის უკანა კედლად გამოიყენება. კლდეში გამოკვეთილია ბუდის გამოსახულება და ქანდაკებები.

image

მონასტერში საერთო ჯამში სხვადასხვა მასალისგან დამზადებული 80 ქანდაკებაა. ყველაზე მსხვილი რელიეფური ამონაკვეთია ტატხატის გამოსახულება.

image

0
328
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0