x
მეტი
  • 31.10.2024
  • სტატია:137959
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511715
სე@სუალურად დაუკმაყოფილებელი დელფინი 50 ადამიანს თავს დაესხა
image

იაპონიაში სექსუალურად აღზნებული დელფინი 50 ადამიანზე თავდასხმაში არის ეჭვმიტანილი.


იაპონიაში, სექსუალურად აღზნებულმა დელფინმა ორი წლის განმავლობაში 50-ზე მეტ თავდასხმა განახორციელა ზღვაში მოცურავეებზე ორი წლის განმავლობაში. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

თავდასხმები ვაკასას ყურეში, ფუკუისა და კიოტოს პრეფექტურებში 2022 წელს დაიწყო. საერთო ჯამში, მას შემდეგ სულ მცირე ოთხი ათეული ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ზოგიერთმა მიიღო მოტეხილობები და სხვა სერიოზული დაზიანებები ზღვის ძუძუმწოვართან შეხვედრის შემდეგ.



2022 წელს ერთ-ერთმა მსხვერპლმა განაცხადა, რომ ის ნაპირთან ახლოს ცურავდა, როცა დელფინმა ხელზე პირი ჩაავლო, შემდეგ კი სცადა ზედ გადახტომა და წყლის ქვეშ მისი ჩათრევა.

2023 წელს კი აგრესიულმა ცხოველმა მობანავეს ნეკნები მოტეხა.



ამ დროისთვის მეცნიერებს ზუსტად არ შეუძლიათ თქვან, რამ გამოიწვია თავდასხმები და რამდენი დელფინი ესხმის თავს ადამიანებს. თუმცა, აკვარიუმის დირექტორმა ფუკუის პროვინციიდან, რეიჩი მაცუბარამ თქვა, რომ თავდასხმების ფოტო-ვიდეოების შესწავლის შემდეგ, სავარაუდოდ, ეს ერთი და იგივე იგივე ინდური აფალინის მამრი დელფინია. უფრო მეტიც, მაცუბარამ დასძინა, რომ დელფინის ქმედებები შეჯვარების თამაშს წააგავს და ვიდეოზე დაფიქისრებული თავდასხმების დროს ის „ადამიანებზე სასქესო ორგანოების მიჭერას ცდილობდა“.

image

ავსტრალიის ჯეიმს კუკის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერის, პუტუ მუსტიკას თქმით, დელფინებს შეუძლიათ რეალურად ითამაშონ შეჯვარების თამაშები ადამიანებთან და უნებლიედ დააზიანონ ისინი უზარმაზარი ძალის გამო. მან ამ ქცევის შესაძლო მიზეზად მარტოობა და ცხოველის სექსუალური დაუკმაყოფილება დაასახელა.

image

ამავდროულად, მუსტიკამ აღნიშნა, რომ დელფინი შეიძლება უბრალოდ იყოს აგრესიული ბუნებით და შეუტიოს ადამიანს, როდესაც მასზე შეხებას ცდილობენ. ფუკუის პროვინციის ხელისუფლებამ, სადაც განსაკუთრებით ხშირია დელფინების თავდასხმები, პლაჟებზე დაამონტაჟეს გამაფრთხილებელი დაფები ზღვაში აგრესიული ცხოველების შესახებ.

0
141
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0