x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
რა უნდა იცოდეს მორწმუნემ და როგორ უნდა აღნიშნოს ფერიცვალება?
image

19 აგვისტო თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთი. უკავშირდება იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს.



სახარების მიხედვით იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ უნებლიეთ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როდესაც მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.


ამის შემ­დეგ მა­ცხო­ვარ­მა კვლავ ად­რინ­დე­ლი სახე მი­ი­ღო და მოციქულებს უბრძანა, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მის აღ­დგო­მამ­დე არა­ვის­თვის ეთ­ქვათ.





რა უნდა იცოდეს მორწმუნემ და როგორ უნდა აღნიშნოს ფერიცვალება?



ფერისცვალება მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენშიც უნდა მოხდეს ფერისცვალება, ბოროტება სიკეთით შეიცვალოს, სიძულვილი – სიყვარულით, გარდაიქმნას ადამიანის მთელი ბუნება, მისი სული, გონება, სხეული, ყველაფერი შეიცვალოს მასში, ღმერთმა ინებოს რომ ყველას და ყველაფერს ჩვენს ირგვლივ სიკეთისკენ ეცვალოს ფერი.



რატომ ხდება ამ დღეს ხილის კურთხევა?



ეს არის მადლიერების გამოხატვა უფლის წინაშე. ფერისცვალების პერიოდი ხომ სწორედ ის პერიოდია რა დროსაც განსაკუთრებული სისავსით ყველა ხილის ნაყოფის მოპოვება და მირთმევა შეგვიძლია უფლისათვის.

თავად ფერისცვალებაც ხომ უდიდესი დღესასწაულია სულისა და ჩვენი სულიერი ფერისცვალების აუცილებლობის გახსენება.

ხილის კურთხევის ტრადიცია სათავეს ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იღებს – როდესაც კაენმა და აბელმა უფალს სამადლობელად თავიანთი შრომის ნაყოფი შესწირეს.

გარდა ამისა, ამ კურთხევით განიწმინდება ადამის ცოდვით შებილწული ხილი და იგი იბრუნებს იმ სიწმინდეს, რომლითაც მოსილი იყო ედემის ბაღში.

სიმბოლურია ისიც რომ ფერისცვალების დღესასწაული მარხვის პერიოდს ემთხვევა ყოველთვის, თუმცა ხნილია თევზით.


დამატებითი განმარტებები


მორწმუნეებს ფერიცვალების დღესასწაულამდე ყურძნის მიღება არ ეკრძალებათ, მაგრამ ეს ეხებათ ბერებს და არა საერო პირებს. ბერები არ იღებენ ახალ ხილს მანამ, სანამ ფერიცვალების დღესასწაულზე არ იკურთხება.


მორწმუნეებს შეუძლიათ აკურთხებინონ ხილი სასულიერო პირებს, რის შემდეგაც შეუძლიათ დატოვოთ ტაძარში ან სახლში წამოიღონ და მიართვათ ოჯახის წევრებს.



ლოცვა

მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა

0
285
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0