საზოგადოება ამ ადამიანების ცხოვრების უკანასკნელი ფოტოები 29 აგვისტო, 11:10 ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.
დააფასეთ თქვენი ცხოვრების ყოველი დღე, თუნდაც წამი და წუთი. ის უნდა იყოს სავსე სასიამოვნო მოგონებებით, ისეთით, რომლებსაც მომავალში არ ინანებთ. გთავაზობთ კრებულს, სადაც ამ ადამიანების უკანასკნელი ფოტოებია მოცემული. 1. "ჩემი 96 წლის ბებია, ჩემი 100 წლის პაპასთან ერთად, რომელიც ამ საღამოს გარდაიცვალა". 2. "ერთი კვირით ადრე, სანამ პაპა გარდაიცვალა, მოხუცთა თავშესაფარში მოვინახულე და მისი საყვარელი ლუდი მივუტანე". 3. "მომაკვდავმა მამამ შვილი საკურთხეველთან მიაცილა". 4. "ჩემი მეგობარი ემშვიდობება შვილებს. ის მეორე საღამოს გარდაიცვალა კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოსგან". 5. "ჩემი ბიძაშვილი ჰარი. 2001 წლის 11 სექტემბერი". 6. ”ჩემი უფროსი ძმის ბოლო ფოტო, როდესაც ის კოლეჯში მიდიოდა. ის მძღოლის ნასვამ მდგომარეობაში მართვის მსხვერპლი გახდა. ყოველდღე მენატრება". 7. "ჩემი ძმა, რომელსაც ესროლეს. ფოტო კი რამდენიმე კვირით ადრე გადავიღეთ". 8. "მომღიმარი დედაჩემი ოპერაციის წინ. თუმცა, მდგომარეობა დამძიმდა გლიობლასტომის გამო და ის..." 9. „ჩემი საუკეთესო მეგობრის, ტარას და მისი დის პიპას ბოლო ფოტო. ეს ფოტო გადაღებულია მაროკოში 3 თვიანი მოგზაურობის შემდეგ. ორივე გარდაიცვალა ფოტოს გადაღებიდან ერთი დღის შემდეგ ავტოკატასტროფაში, როდესაც ბრიტანეთში, სახლში ბრუნდებოდნენ დედის დაბადების დღეზე". 10. „ეს იყო ბოლო ფოტო, რომელიც გადავიღე ჩემს კოლეგა ვანესასთან ერთად. ფოტო კვირას გადავიღე, ორშაბათს კი გავიგე, რომ მან თავი მოიკლა“. 418 3-ს მოსწონს
|