x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
"არა, მართლა შეხედეთ, ეგრე მხოლოდ ეშმაკის მოციქულები იცინიან!"-გელა ზედელაშვილი

image

"ეშმაკის მოციქულები!

????
ხალხო, ესენი რომ დაგადგებიან ხოლმე ბაზრებში თავზე და თქვენ კიდე უცინით, იმ დროს სახეებზე არ აკვირდებით?
ეტყობა, არ აკვირდებით, თორემ მიხვდებოდით, რომ ისინი ადამიანები კი არა, ეშმაკის მოციქულები არიან.
არ გჯერათ?
ფოტოობიექტივი ყველაფერს აფიქსირებს და იჭერს, შეხედეთ, რომელი არ ჰგავს ეშმაკის მოციქულს? დააკვირდით მათ დამახინჯებულ სიცილს, ვითომ სიალალე რომ გამოსჭვივის და სინამდვილეში ბოღმა და ბალღამი გადმოდის. როგორ შეიძლება, ასეთი დეგრადირებული სიცილი ჯანსაღი იყოს?
????
თქვენ, ვინც ამათ ხელს ართმევთ და უცინით, საკუთარ სულსა და ორგანიზმს ინაგვიანებთ. მაგ დანაგვიანებული ორგანიზმისა და სულის გაწმენდას კი ათეული წლები სჭირდება, ხშირად არც იკურნება.
ვერ გავიგე, რა ძალა გადგიათ, ეშმაკის მოციქულებთან ახლოს რატომ მიდიხართ?
გახსოვთ, რა დაემართათ ჯორჯ ორუელის მოთხრობის პერსონაჟებს (ცხოველებს) ბოლოს? დამახინჯდნენ! სარკეში რომ იყურებოდნენ, საკუთარ თავებს ვეღარ ცნობდნენ. ესენიც ეგრე არიან, ოღონდ ჯერ სარკეში არ იყურებიან და ჰგონიათ, მოსახლეობას მოვხიბლავთო.
არა, მართლა შეხედეთ, ეგრე მხოლოდ ეშმაკის მოციქულები იცინიან!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" აღმასრულებელი დირექტორი გელა ზედელაშვილი.
0
203
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0