x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
როგორია ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? – ოჯახი დახმარებას ითხოვს
image

.

მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დისშვილი ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში ზურას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ ამჯერად მას საზოგადოების დახმარება ჭირდება. როგორც ანო მაისურაძე წერს, მას სისხლი ესაჭიროება და ოჯახი დონორობის მსურველებისგან დახმარებას ითხოვს.

.


ანო მაისურაძე მოქალაქეებს მიმართავს და წერს, რომ მსურველებს სისხლის ჩაბარების შესაძლებლობა "კავკასიის მედიცინის ცენტრში" აქვთ.

.

„ძვირფასო ხალხო, ჩემს საყვარელ ბიძას ისევ ესაჭიროება სისხლი. თუ ვინმე შეძლებთ დახმარებას, შეგიძლიათ მიხვიდეთ კავკასიის მედიცინის ცენტრში, ჩააბაროთ ნებისმიერი ჯგუფის სისხლი და ამის სანაცვლოდ ზურასთვის მოგვცემენ შესაბამისი ჯგუფის სისხლს. უდიდესი მადლობა ყველას, ვინც შეძლებთ დახმარებას“, – წერს ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში.

.

28 დეკემბრიდან მალე რვა თვე გავა, რაც ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 55 წლის მსახიობს მოულოდნელად გული გაუჩერდა, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია. კლინიკაში გულის უკანა კედლის ინფარქტით მიიყვანეს. გაირკვა, რომ თურმე, ინსულინდამოკიდებულთ, ანუ დიაბეტით დაავადებულებს, გულის ტკივილის შეგრძნება არ ჰქონიათ. მსახიობს რომ გულის ტკივილი ეგრძნო, ასეთ მძიმე მდგომარეობამდე არ მივიდოდა…


.

"ვერც ხედავს, არც ესმის" – ამბობენ ოჯახში.

.

ზურა ბერიკაშვილი ნეირო-რეაბილიტაციის პროცესს, სამი თვის მანძილზე, მიუნხენში გადიოდა. უკვე 5 თვეა სამშობლოშია და მკურნალობას "კავკასიის მედიცინის ცენტრში" განაგრძობს.


როგორც მანანა ბერიკაშვილი “პრაიმტაიმთან” ამბობს, რეფლექსები წამოსული აქვს, თვალებს ახამხამებს, თუმცა ცნობადობა არ აქვს. ამასთან დაკავშირებით ემოციური პოსტი გამოაქვეყნა მისმა ქალიშვილმა – ანო მაისურაძემაც:


“ჩემ საყვარელ ბიძას ახლა ვუყურებდი ერთი საათი თვალებში, გახელილ თვალებში, რომლებიც ვერაფერს ხედავენ…” ანო სოციალურ ქსელში ბიძაზე ხშირად წერს. “თენდება და ღამდება, ვიღვიძებ და ვიძინებ, ზურას კიდევ სულ სძინავს. ასე არ შეიძლება, უსამართლობაა.”

.

მანანა ბერიკაშვილი: "ზურა სტაბილურად მძიმედაა. სამწუხაროდ სიახლე არ გვაქვს. ტვინია დაზიანებული, ჯერ კიდევ ამოუხსნელი ფენომენია. გულის გაჩერების შედეგად ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდა და დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ".

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0