საზოგადოებრივი ვინ იყვნენ "ზღვის ხალხები" და რა გავლენა მოახდინეს მათ უძველეს ცივილიზაციებზე? 16 აგვისტო, 8:41 ვიდრე დედამიწის უდიდეს ნაწილში კულტურა ჩაისახებოდა, ასობით და შეიძლება ითქვას, ათასობით წლით ადრე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე უკვე არსებობდა ნავსადგურები, შენდებოდა მრავალსართულიანი სასახლეები და ვაჭრობა სხვადასხვა ენაზე იწარმოებოდა... ის რამაც ტროა გაანადგურა, ძველი სამყაროს განადგურების ზოგადი სურათის, მხოლოდ ნაწილი იყო, რომელიც წარმოუდგენელი აყვავების შემდეგ, ისეთმა წყვდიადმა მოიცვა, როგორიც შუა საუკუნეებში იყო. «ზღვის ხალხები» სამი ათასზე მეტი წლის წინ, ეს რეგიონი განვითარებული, აყვავებული სახელმწიფოების სამყარო იყო: მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე, მიკენური სახელმწიფო პელოპონესზე, ხეთების სამეფო მცირე აზიაში, მესოპოტამია და, რა თქმა უნდა, ეგვიპტე, რომელიც ძველი სამყაროს ოქროს ხანის ნამდვილი განსახიერება იყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 3500 წლის წინ, შენდებოდა სასახლეები, ქალაქებში არსებობდა წყალმომარაგების და კანალიზაციის ქსელი. მოსახლეობას განათლების მიღების საშუალება ჰქონდა, განვითარებული იყო ხელოვნება, კულტურა, მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. არსებობდა ხელოსნობის სხვადასხვა დარგი და ლითონწარმოება — სპილენძის და კალის შენადნობით ბრინჯაოს მიღება ხდებოდა. ბრინჯაოს ხანა ისტორიული მოვლენით დასრულდა, რომელსაც ისტორიკოსები ბრინჯაოს ხანის კატასტროფას უწოდებენ. ძვ. წ. აღრ. 1200 – 1150 წწ. ქალაქი–სახელმწიფოების ეკონომიკა ჩამოიშალა და რეგიონი ქაოსში ჩაეფლო, შეწყდა საერთაშორისო ვაჭრობა, განადგურდა სავაჭრო გზები, დაიკარგა მეცნიერების და ტექნიკის მიღწევები. მკვეთრად შემცირდა მოსახლეობის ცხოვრების დონე და რაოდენობა — მოხდა მთელი რეგიონის დეპოპულაცია. ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე «ბნელი ხანა» დადგა, რომელმაც ქვეყნები, განვითარების დონით, უკან, — ენეოლითის ხანაში დააბრუნა.
საუკუნეების მანძილზე აყვავების შემდეგ, აღმ. ხმელთაშუაზღვისპირეთის ცივილიზაციამ არსებობა შეწყვიტა... ინფორმაცია, იმ პერიოდის შესახებ, მეტად მწირია. თუმცა, ის რაც არის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ბრინჯაოს ხანის ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების შესახებ, გარკვეულ წარმოდგენას იძლევა. ძველი ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზი. «ზღვის ხალხები» ამ ულამაზესი სამყაროს განადგურების და საუკუნეების მანძილზე მივიწყების მიზეზებს მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ. ტრადიციულად, ბრინჯაოს ხანის ცივილიზაციის გაქრობას მიზეზად, რეგიონში «ზღვის ხალხების» შემოჭრა სახელდება. ხოლო, ამ იდუმალი ტერმინით იმ ტომებს (გარამანტები, სიკულები, ფილისტიმელები, ფრიგიელები) მოიხსენიებენ, რომლებმაც რაღაც მიზეზების გამო, ძვ. წ. აღრ. XIII ს–ში, მიგრირება, სავარაუდოდ, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთიდან და ეგეოსის ზღვის აუზის კუნძულებიდან დაიწყეს. ნახატი ლუქსორის ტაძრის ბარელიეფიდან: ასახულია ეგვიპტელების «ზღვის ხალხებთან» ბრძოლა ტერმინი «ზღვის ხალხები» — ძველეგვიპტურია. ადგილობრივი ჟამთ აღმწერები ასე ეძახდნენ დაუპატიჟებელ სტუმრებს, რომლებიც მეკობრეობას ეწეოდნენ: აყაჩაღებდნენ პორტებს და გემებს, ნადავლის მოსაპოვებლად, ესეოდნენ ქალაქებს და ადამიანებსაც კი იტაცებდნენ. ასე, რომ, რეგიონში ნორმალური ცხოვრების რიტმი დასრულდა, ვაჭრობის შეწყვეტა, უარყოფითად აისახა კალის მიწოდებაზე, რომელიც აუცილებელი იყო ბრინჯაოს საწარმოებლად. მკვეთრად გაიზარდა ფასები საბრძოლო და შრომის იარაღებზე, ჩამოიშალა ეკონომიკა. ასეთი იყო მიკენური იარაღი და ჭურჭელი ხმელთაშუაზღვისპირეთის ცივილიზაციის განადგურებამდე კატასტროფის შემდეგ ბრინჯაოს ხანის კრიზისის პერიოდი ძველი საბერძნეთის ისტორიაში «ბნელ ხანად» არის მოხსენიებული, რომელმაც ძვ. წ. აღრ. XI – VIII სს. პერიოდი მოიცვა. დროის ამ მონაკვეთში, განადგურდა ყველა მიკენური სასახლე და თითქმის ყველა დასახლება — მხოლოდ ათენი გადარჩა, მაგრამ მდგომარეობა არც იქ იყო სახარბიელო. ხალხმა წერ–კითხვა დაივიწყა, ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდის არანაირი წერილობითი წყარო არ არსებობს. დეგრადირება განიცადა ცხოვრების ყველა სფერომ, დაეცა კულტურის დონე და მოსახლეობის რაოდენობა 3–ჯერ შემცირდა. კოსმეტიკის კონტეინერი უგარითიდან (ქ. თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე), ძვ. წ. აღრ. XIII ს. ეგვიპტე ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელმაც დაცემის შემდეგ, აღორძინება შეძლო. იშვიათი გამონაკლისი, ბნელი ხანის სამწუხარო სურათიდან, კვიპროსიც იყო, რომელმაც, მართალია, რამდენიმე ქალაქი დაკარგა, მაგრამ შედარებით ნაკლებად დაზარალდა და განვითარებაც კი შეძლო. მეცნიერები ვარაუდით, ამის მიზეზი, კუნძულზე «ზღვის ხალხების» მთავარი ბაზის არსებობა იყო. ილიადას ხელნაწერი, V ს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთო დაცემის ფონზე, რკინის გამოდნობის ტექნოლოგიები ვითარდებოდა და იმ დროისთვის, როდესაც კრიზისი დასრულდა, კულტურის აღორძინება, თითქმის ნულიდან დაიწყო. ხოლო, ელინისტური პერიოდის დაწყებამდე და ალექსანდრე მაკედონელის ისტორიულ ასპარეზზე გამოჩენამდე, დაახლოებით, 5 საუკუნე რჩებოდა... P. S. ხმელთაშუაზღვისპირეთი უძველესი ცივილიზაციის დაღუპვის ერთ–ერთ მიზეზად, კლიმატური პირობების ცვლილება არის დასახელებული. დღეს ჩვენი ცივილიზაციაც მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, თუ კაცობრიობა ისე გააგრძელებს ცხოვრებას, როგორც დაჩვეულია, მაშინ რამდენიმე ათწლეულში (ანუ, ამ საუკუნეში), ჩვენს ცივილიზაციას შეუქცევადი კოლაფსი, თვითგანადგურება ელის. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* ბირთვული იარაღის გამოყენების შემაკავებელი ფაქტორი უცხოპლანეტელები არიან?!* სტალინის შვილმა ყველას წინაშე თქვა, თუ როგორ გარდაიცვალა ბელადი... და მას ეს არ აპატიეს* უცნაური და საოცარი ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან (20 ფოტო)* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ358 2-ს მოსწონს
|