ქალი და მამაკაცი მამაკაცმა მხოლოდ ქორწილის წინ გაიგო, რომ საცოლე მასზე 25 წლით უფროსია 14 აგვისტო, 17:39
იაპონიაში, პატარძლამა ქორწილამდე დაუმალა საქმროს, რომ მასზე 25 წლით უფროსი იყო.
იაპონიაში საქმრომ მხოლოდ ქორწილის დროს შეიტყო, რომ პატარძალი მასზე 25 წლით უფროსი იყო. ამის შესახებ South China Morning Post-ი იტყობინება. 33 წლის იოშიტაკიმ აკი გაიცნო მისავე კუთვნილ ბარში. „მასთან საუბრის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მე და მას პირველი ქორწინება წარუმატებელი გვქონდა, შვილებს ორივე მარტო ვზრდიდით და ბევრი საერთო ინტერესი გვქონდა“, - იხსენებს ის. მალე ნაცნობობა ურთიერთობაში გადაიზარდა. აკი თავიდანვე მალავდა ასაკს და ამტკიცებდა, რომ 44 წლის იყო, თუმცა რეალურად ბევრად უფროსი იყო. ვინაიდან ის თავის ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებოდა, იოშიტაკი არაფერში ეჭვობდა. აკი დარდობდა, რომ ტყუილი ძალზე შორს წავიდა, მაგრამ სიმართლის თქმას ვეღარ ბედავდა. ერთ დღეს მან განზრახ დატოვა პასპორტი და სადაზღვევო ბარათი მაგიდაზე იმ იმედით, რომ იოშიტაკი დახედავდა და გაიგებდდა მისი დაბადების წელს და აღარ იქნებოდა საჭირო სიმართლის აღიარება. თუმცა მან ვერ გაიგო მინიშნება და საბუთების აღება სთხოვა. შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა დაქორწინება. ქორწილამდე აკიმ მაინც უთხრა იოშიტაკას, რომ ის სინამდვილეში 65 წლის იყო. მას ეშინოდა, რომ ამის შემდეგ ის მიატოვებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ”მე არ მაინტერესებს შენი რეალური ასაკი, არ აქვს მნიშვნელობა, ” - თქვა მან. ”უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი, არის ის, რომ ადრევე რომ გეთქვა, ამის გამო დიდხანს აღარ ინერვიულებდი.” ქორწილის შემდეგ მათ მიატოვეს სამსახური და გაემგზავრნენ იაპონიაში სამოგზაუროდ. ახლა მათ აქვთ საკუთარი ბიზნესი- რომელიც კონდიციონერების გასუფთავებასთან არის დაკავშირებული. 183 2-ს მოსწონს
|