ფეხბურთი ფეხბურთი ცეცხლოვანი ქოქოსით 2012, 20 ოქტომბერი, 11:41 როგორ მიიპყრონ ყურადგება ფეხბურთში ძალიან კარგად იციან ინდონეზიაში. მათ ოდნავ შეცვალეს თამაშის წესები. ბურთის მაგივრად მათ აქვთ ცეცხლოვანი ქოქოსი. ეს ცეცხლოვანი ქოქოსი მზადდება ორი დღის განმავლობაში, რომელიც ჩალბობილია ნავთში. თამაში კიდე 60 წუთს გრძელდება. საინტერესოა ის, რომ ასეთ ექსტრემალურ პირობებში ფეხბურთელები "დრიბლინგსაც" კი აკეთებენ ცეცხლოვანი ბურთით. აქ მთავარი გამარჯვება კი არარის, არამედ მწვავე შეგრძნებების განცდაა. თუ მოთამაშე ვერ გრძნობს ტკივილს, ესეიგი ის ივსება ენერგიით და აძლიერებს სულის კვეთებას. სწორედ ამის გამო ხდება ეს ყველაფერი. 86 8-ს მოსწონს
|