სისხლის სამართალი რატომ კლავენ ქალები ქმრებს? - 4 ისტორია 13 აგვისტო, 15:25 ოთხივე შემთხვევაში მოქმედება რუსეთში ხდება, თუმცა სამწუხაროდ მსგავსი პრობლემა და იდენტური ამბები მთელს მსოფლიოში ხდება და მათ შორის საქართველოც არაა გამონაკლისი.
გალინა კატოროვა- მისი ქმარი მაქსიმი ცნობილი იყო თავისი აგრესიულობით და არაერთხელ ასწია ხელი ცოლზე. შვიდი წლის განმავლობაში გალინა უძლებდა ცემას და დამცირებას, იმ იმედით, რომ იგი შეიცვლებოდა მათი საერთო ქალიშვილის გულისთვის. მაგრამ 2017 წლის მარტის იმ საბედისწერო საღამოს ყველაფერი ძალიან შორს წავიდა. მაქსიმმა, მორიგი აგრესიის დროს გალინას ყელზე ჩამოკიდებული ჯვრის თოკითვე დახრჩობა დაუპირა. სიკვდილის შიშით პანიკაში ჩავარდნილმა ქალმა მოახერხა დანის აღება; 11-ჯერ დაჭრა მამაკაცი, რომელთაგან ერთი სასიკვდილო აღმოჩნდა. გალინა წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა, ხოლო მისმა საქმემ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ხალხმა სამართლიანობის მოთხოვნით პეტიცია შეადგინეს. სასამართლომ მას თავდაპირველად სამი წელი მიუსაჯა, მაგრამ საბოლოოდ გაამართლა და აღიარა, რომ იგი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. ახლა გალინა ცდილობს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მომხდარი ტრაგედია ყოველთვის თან სდევს მას. ოლგა სიმონოვა -არის ქალი, რომელმაც იპოვა ძალა არა მხოლოდ პატიმრობის შემდეგ ყველაფერი ნოლიდან დაეწყო, არამედ გამხდარიყო სხვების ხმა. მან ხუთი წელიწადი გაატარა ციხეში ქმრის მკვლელობისთვის, რომელიც მას ექვსი წლის განმავლობაში სცემდა. ერთ დღეს ქალმა ვეღარ გაუძლო და დანა დაარტყა ქმარს, რათა დაეცვა საკუთარი თავი და აუტიზმით დაავადებული მცირეწლოვანი ვაჟი. გათავისუფლების შემდეგ ოლგამ დაიწყო მუშაობა ოჯახური ძალადობისადმი მიძღვნილ პროექტებზე, სათაურით "ჩემი სტენდაპი ჩემი თერაპიაა"სადაც იუმორსაც კი იყენებს საკუთარ გამოცდილებაზე საუბრის დროს. " ოქსანა გონჩაროვა ყოფილი ჟურნალისტია, სამი შვილის დედა. გოგონას ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, როცა ქმარმა, რომელთანაც 15 წელი იცხოვრა, ნამდვილ მონსტრად იქცა. ის სცემდა, ახრჩობდა, დანით ემუქრებოდა, მაგრამ პოლიცია ოქსანას განცხადებებს უყურადღებოდ ტოვებსა. ერთ დღეს, როცა მამაკაცი კვლავ თავს დაესხა მას, გონჩაროვამ მაკრატელი აიღო და ქმარს დაარტყა, რაც საბედისწერო გახდა. ახლა ოქსანა წინასწარი დაკავების იზოლატორში ზის და ნაფიც მსაჯულთა განაჩენს ელოდება. ნანობს, რომ ადრე არ მიატოვა ქმარი, მაგრამ ესმის, რომ მაშინ არჩევანი არ ჰქონდა. „ვიფიქრე, რომ ყველაფერი დალაგდებოდა, ვითმენდი, ვჩუმდებოდი“, - წერს იგი თავის წერილებში. ოქსანა გონჩაროვას ბედი გამოსავალი იქნება მრავალი ქალისთვის, რომლებიც მსგავს სიტუაციებში აღმოჩნდნენ ან აღმოჩნდებიან. კრისტინა შიდუკოვა გელენჯიკიდან არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ოცნებობდა მყარ ოჯახზე. მაგრამ მისი ქმარი აჰმედი საერთოდ არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ელოდა. მამაკაცი სცემდა, ამცირებდა და მუდმივად აკონტროლებდა. როდესაც 2018 წლის აგვისტოში მისმა პარტნიორმა ხელახლა ასწია ხელი ქალზე, კრისტინამ, რომელსაც მათი პატარა ვაჟი ხელში ეჭირა, აიღო სამზარეულოს დანა და დაარტყა თავის თანამეცხედრეს. ეს დარტყმა საბედისწერო აღმოჩნდა. ახლა კრისტინა ბრალდებულია. ის ამტკიცებს, რომ საკუთარ თავს და შვილს იცავდა. ნაფიცი მსაჯულები ამ საქმეს გელენჯიკის ისტორიაში პირველად განიხილავენ და მისი შედეგი შესაძლოა პრეცედენტი გახდეს სხვა ქალებისთვის, რომლებიც იმავე ვითარებაში აღმოჩნდებიან. 245 2-ს მოსწონს
|