x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ყველა ნაკლი "გამოამზეურეს" : სანაპიროზე გადაღებული ვარსკვლავების 9 თამამი ფოტო

image


საგულდაგულოდ დამალული ნაკლოვანებები მზის შუქზე კიდევ უფრო ხილული ხდება, სწორედ სანაპიროზეა შესაძლებელი წითელი ხალიჩის გლამურის მიღმა სელებრითების რეალური სახის ხილვა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ პაპარაცების მიერ ვარსკვლავური ქალბატონების სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებს ყოველგვარი რეტუშისა და ფილტრების გარეშე.


შეილინ ვუდლი


image


პლაჟი არის ადგილი, სადაც წითელი ხალიჩისგან განსხვავებით შეილინ ვუდლის საკუთარი ნაკლოვანებების დაფარვა არ ძალუძს, თუმცა მსახიობის დამწვარ სახესაც კი არ შეუძლია გააფუჭოს მისი მშვენიერი გარეგნობა: 32 წლის მსახიობი ინარჩუნებს შესაშურ ფორმებს და სხეულის იდეალურ პროპორციებს. გასაკვირია, რომ ვუდლის ბუნებრივი სიგამხდრე იშვიათად იწვევს აღფრთოვანებას, რადგან რატომღაც მას კომპლიმენტებით ხშირად არ ანებივრებენ, რასაც ის ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს.




მელანი გრიფიტი


image


მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი თავისი ახალგაზრდული გარეგნობით გარშემომყოფების აღფრთოვანებას კვლავაც შესაშური წარმატებით განაგრძობს, პლაჟის ატმოსფერო დაუნდობლად ავლენს სელებრითის ასაკთან დაკავშირებულ სიმართლეს - შესამჩნევ სტრიებსა და სხეულზე არსებულ მოშვებულ კანს. მთელი ის გლამური კი, რაც წითელ ხალიჩაზე ასე თვალისმომჭრელად ბრწყინავს, სანაპიროზე სამწუხაროდ უკვალოდ ქრება.



ჯენიფერ ლოპესი


image


50 წელს გადაცილებული ჯეი ლო 25 წლის გოგოს გარეგნობის შენარჩუნებას წარმატებით ახერხებს! უდავოა, რომ მსახიობი და მომღერალი საკუთარ გარეგნობაზე ბევრს მუშაობს, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც კი უძლურია ცელულიტისა და თეძოებზე არსებული წვრილი ნაკეცების წინაშე. ლამაზმანი რაც არ უნდა ეცადოს შესანიშნავი ფორმების შენარჩუნებას, ასაკი მაინც საკუთარ კვალს ტოვებს და ყველას შეახსენებს, რომ არავინ არ არის დაზღვეული ასაკის შედეგად გაჩენილი გარკვეული სახის ნაკლოვანებებისგან.



ისკრა ლოურენსი



image


პლუს - ზომის ცნობილი მოდელი, ისკრა ლოურენსი საოცრად შთამბეჭდავად გამოიყურება მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მისი კოლეგა, როგორიცაა მაგალითად, ეშლი გრემი ამაყად იღებს თავის ყოველ ახალ ნაკეცსა თუ სტრიებს, ლოურენსი დიდ ძალისხმევას იჩენს საწყის ეტაპზევე ამ ნაკლოვანებების წინააღმდეგ საბრძოლველად.



ქეით მოსი


image


ცნობილი ბრიტანელი სუპერმოდელი ასაკთან ერთად გაჩენილი ბუნებრივი ნაკლოვანებების დამალვას სულაც არ ცდილობს. ბოლოს და ბოლოს, რა განსხვავებაა, როგორ ეჩვენება ის საზოგადოებას, როცა სენ-ტროპეს სანაპიროზე ნებივრობს და თავს უფლებას აძლევს არაფერზე იფიქროს, ზედმეტი კილოგრამები და კანზე არსებული პატარა დეფექტები კი, როგორიცაა, მაგალითად თეძოებზე თავმოყრილი "ფორთოხლის კანი" მომენტით ტკბობაში ერთ დროს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს ხელს საერთოდაც არ უშლის. ნამდვილი სილამაზე თავდაჯერებულობაშია, რომელსაც მოდელი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ასხივებს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს რომ შინაგანი სიმშვიდე სხვა დანარჩენთან შედარებით გაცილებით მნიშვნელოვანია.



სერენა უილიამსი


image


სერენა უილიამსი თავისი გარეგნული მონაცემებით კიმ კარდაშიანს აშკარად არ ჩამორჩება, თუ ოდესმე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ათლეტი კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, მას პირადი ბლოგის სამყაროში ბედნიერების პოვნა ნამდვილად არ გაუჭირდება. მსგავსმა ფოტოებმა, რომლებსაც ის სოციალურ ქსელებში სისტემატურად აზიარებს უკვე დიდი ხანია გაანადგურა სერენას, როგორც "სპორტული მანქანის" იმიჯი: მისი ქალური ფორმები წარმოუდგენლად მიმზიდველად გამოიყურება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ჭეშმარიტი სილამაზე და თავდაჯერებულობა საერთოდ არ არის დამოკიდებული პროფესიაზე, პიროვნების ნამდვილი სიძლიერე თვითგამოხატვასა და საკუთარი თავის პოზიტიურ აღქმაში ვლინდება.



სოფი ტერნერი


image


სოფის კინოსა და ტელევიზიისკენ გზა რომ არ ეპოვა, ის სავარაუდოდ, მოთხოვნადი მოდელი გახდებოდა, რომელიც მსოფლიო პოდიუმებს უპრობლემოდ დაიპყრობდა, ვინაიდან გოგონას მოდელობისთვის იდეალური პარამეტრები აქვს, გარეგნული მონაცემები კი თავადაც მოგეხსენებათ რომ აუცილებელი წინაპირობაა მოდის ინდუსტრიაში წარმატებული კარიერის გასაკეთებლად: იდეალური სიმაღლე, შესაშური მოხდენილობა და მომაჯადოებელი ფორმები. სამოდელო აგენტები სიამოვნებით გააფორმებდნენ კონტრაქტს ასეთი საოცარი ქარიზმის მქონე გოგონასთან.




სინდი კროუფორდი


image


მაკიაჟისა და ეფექტური სტილის გარეშე ამ ქალბატონში 90-იანების ერთ - ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული მოდელის ამოცნობა აშკარად რთულია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და შესაბამისად, მისი გარეგნობაც შეიცვალა, მოდელის თვალებში კვლავ გამოსჭვივის ის ახალგაზრდული სული და თავდაჯერებულობა, რაც ესოდენ დამახასიათებელი და ორგანული იყო პოდიუმის ამ ცოცხალი ლეგენდისთვის. მისი პიროვნება ბევრისთვის კვლავინდებურად შთამაგონებელია, და მიუხედავად ამ დროებითი ცვლილებებისა სინდი კროუფორდი დღესაც კი მილიონობით თაყვანისმცემელთა შთაგონებას კვლავ წარმატებით აგრძელებს.



დემი მური


image


დემი მური იმ ცნობილ ქალბატონებს შორისაა, რომელმაც ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად პლასტიკური ქირურგების დახმარებას მიმართა. სელებრითი მთელი მონდომებით ცდილობს საკუთარ სახეს ახალგაზრდული იერი დაუბრუნოს, თუმცა მისი ეს გატაცება მის სხეულზე მოჩვენებითად აისახება. მიუხედავად მსახიობის დიდი ძალისხმევისა შეინარჩუნოს უწინდებური მიმზიდველობა, მისი ერთ დროს იდეალური ფიგურა იდეალურ ფორმებს შესამჩნევად კარგავს.








0
124
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
124