სხვა იაპონიაში ცხოვრების 10 გასაოცარი ფაქტი, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ 13 აგვისტო, 10:23 იაპონია საოცარი ქვეყანაა, სადაც უძველესი ტრადიციები ნანოტექნოლოგიებთან ჰარმონიულად არის შერწყმული, ზოგიერთი ჩვეულება კი კანონის შესაბამისად მოქმედებს. წარმოგიდგენთ 10 გასაოცარ ფაქტს იაპონიის შესახებ, რომელიც "ამომავალი მზის" ქვეყანაზე შთაბეჭდილებას რადიკალურად შეგიცვლით.ლანძღვაიაპონელების ყველაზე უხეში სალანძღავი სიტყვა - "სულელი" და "იდიოტია". ლანძღვის სერიოზულობის ხარისხი კი, ინტონაციაზეა დამოკიდებული.პორნოგრაფიაჰენტაი და ზრდასრულთა ჟურნალები იაპონიაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება. პატარა წიგნის მაღაზიებში ასეთი ლიტერატურა მთელი კოლექციის თითქმის მესამედს შეადგენს.ეროტომანები და ვუაიერისტებიიაპონიაში ბევრი მამაკაცი - ეროტომანი და ვუაიერისტია. ამ ქვეყანაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევიწროვება და ძალადობა საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო, ხოლო მას შემდეგ რაც ქალების მხრიდან კაცების მისამართით პრეტენზიები გაიზარდა, ხელისუფლებამ ქალბატონებისთვის ცალკე ვაგონიც კი გამოყო.სქესობრივი მომწიფებასქესობრივი მომწიფების ასაკი იაპონიაში - 13 წელია, ამიტომ ამ ასაკში სექსუალური ურთიერთობები გაუპატიურებად არ ითვლება.ე.წ. "თიფი"იაპონიაში რესტორნებსა და ბარებში "თიფის" დატოვება მიღებული არ არის, ვინაიდან ოფიციანტმა ეს შეიძლება შეურაცხყოფადაც კი ჩათვალოს.სამუშაო დღეიაპონელები ძალიან შრომისმოყვარეები არიან, ისინი მუშაობაში თითქმის 15-18 საათს ატარებენ.კაროშის სინდრომიკაროშის სინდრომი გახლავთ გადატვირთული სამუშაო გრაფიკისგან გამოწვეული მოულოდნელი სიკვდილი, რომლის სამედიცინო გამოვლინებადაც ინსულტი და გულის შეტევით გარდაცვალება ითვლება.სასკოლო წესრიგიიაპონიაში სასწავლო წელი არა სექტემბერში, არამედ აპრილში იწყება, სასწავლო წელი კი ტრიმესტრად იყოფა. ცივ სეზონზეც კი, სკოლის მოსწავლეები როგორც ამას სკოლის ფორმა ითვალისწინებს მუხლამდე წინდებსა და მინი ქვედაბოლოებს ატარებენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქვედატანის სიგრძე მოსწავლის ასაკზეა დამოკიდებული, ასაკით ის რაც უფრო დიდია, მისი ფორმის სიგრძეც მით უფრო მოკლეა.მოდამოკლე ქვედაბოლოები და შორტები იაპონელებისთვის ნორმაა, მაგრამ აი, რაც შეეხება ღრმა დეკოლტეს ის ამ ქვეყანაში ვულგარულად ითვლება.ეტიკეტიიაპონური ეტიკეტის თანახმად, ყველა დაწესებულებაში მომსახურე პერსონალი ჯერ კაცს, შემდეგ ქალს ესალმება, რესტორნებშიც საკვებს პირველი მამაკაცი უკვეთავს და სასმელსაც პირველი სწორედ ის იღებს.456 შეფასება არ არის |