x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იაპონიაში ცხოვრების 10 გასაოცარი ფაქტი, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image


იაპონია საოცარი ქვეყანაა, სადაც უძველესი ტრადიციები ნანოტექნოლოგიებთან ჰარმონიულად არის შერწყმული, ზოგიერთი ჩვეულება კი კანონის შესაბამისად მოქმედებს. წარმოგიდგენთ 10 გასაოცარ ფაქტს იაპონიის შესახებ, რომელიც "ამომავალი მზის" ქვეყანაზე შთაბეჭდილებას რადიკალურად შეგიცვლით.



ლანძღვა

image

იაპონელების ყველაზე უხეში სალანძღავი სიტყვა - "სულელი" და "იდიოტია". ლანძღვის სერიოზულობის ხარისხი კი, ინტონაციაზეა დამოკიდებული.



პორნოგრაფია


image


ჰენტაი და ზრდასრულთა ჟურნალები იაპონიაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება. პატარა წიგნის მაღაზიებში ასეთი ლიტერატურა მთელი კოლექციის თითქმის მესამედს შეადგენს.



ეროტომანები და ვუაიერისტები


image


იაპონიაში ბევრი მამაკაცი - ეროტომანი და ვუაიერისტია. ამ ქვეყანაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევიწროვება და ძალადობა საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო, ხოლო მას შემდეგ რაც ქალების მხრიდან კაცების მისამართით პრეტენზიები გაიზარდა, ხელისუფლებამ ქალბატონებისთვის ცალკე ვაგონიც კი გამოყო.



სქესობრივი მომწიფება


image


სქესობრივი მომწიფების ასაკი იაპონიაში - 13 წელია, ამიტომ ამ ასაკში სექსუალური ურთიერთობები გაუპატიურებად არ ითვლება.



ე.წ. "თიფი"


image


იაპონიაში რესტორნებსა და ბარებში "თიფის" დატოვება მიღებული არ არის, ვინაიდან ოფიციანტმა ეს შეიძლება შეურაცხყოფადაც კი ჩათვალოს.




სამუშაო დღე


image


იაპონელები ძალიან შრომისმოყვარეები არიან, ისინი მუშაობაში თითქმის 15-18 საათს ატარებენ.



კაროშის სინდრომი


image


კაროშის სინდრომი გახლავთ გადატვირთული სამუშაო გრაფიკისგან გამოწვეული მოულოდნელი სიკვდილი, რომლის სამედიცინო გამოვლინებადაც ინსულტი და გულის შეტევით გარდაცვალება ითვლება.



სასკოლო წესრიგი


image


იაპონიაში სასწავლო წელი არა სექტემბერში, არამედ აპრილში იწყება, სასწავლო წელი კი ტრიმესტრად იყოფა. ცივ სეზონზეც კი, სკოლის მოსწავლეები როგორც ამას სკოლის ფორმა ითვალისწინებს მუხლამდე წინდებსა და მინი ქვედაბოლოებს ატარებენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქვედატანის სიგრძე მოსწავლის ასაკზეა დამოკიდებული, ასაკით ის რაც უფრო დიდია, მისი ფორმის სიგრძეც მით უფრო მოკლეა.



მოდა


image


მოკლე ქვედაბოლოები და შორტები იაპონელებისთვის ნორმაა, მაგრამ აი, რაც შეეხება ღრმა დეკოლტეს ის ამ ქვეყანაში ვულგარულად ითვლება.




ეტიკეტი


image


იაპონური ეტიკეტის თანახმად, ყველა დაწესებულებაში მომსახურე პერსონალი ჯერ კაცს, შემდეგ ქალს ესალმება, რესტორნებშიც საკვებს პირველი მამაკაცი უკვეთავს და სასმელსაც პირველი სწორედ ის იღებს.






0
456
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
456