x
მეტი
  • 13.08.2024
  • სტატია:136499
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510766
,,ნაცებს გეგმაში აქვთ ლიდერების ხოცვა – 60 ადამიანის სიაა გამზადებული” – ლალი მოროშკინა
image

.

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში მოსალოდნელ მკვლელობებზე წერს:

“ნაციონალებს გეგმაში აქვთ საქართველოს ლიდერების და მოლაპარაკე თავების მასობრივი ხოცვა!60 ადამიანის სიაა გამზადებული!ასევე ჩახოცავენ ყველა წამალ დამოკიდებულ და ქტმ პირს. ( ქურდული ტრადიციების მიმდევარ), ამაზე ოდნავ მოგვიანებით.– ლაო ძის მიხედვით: „ იმისთვის, რომ დაალაგო სიტუაცია, ჯერ კარგად უნდა აურიო“. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არევა დალაგების წინ .მიუხედავად იმისა, რომ 30 წელია ვამბობთ დამოუკიდებლები ვართო, საქართველო რეალურად ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს დამოუკიდებლობის გზაზე. ხელისუფლების შეპასუხება დასავლეთისადმი, ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის განცხადებები, ბიძინა ივანიშვილის ბოლო დროინდელი გამოსვლები და დემარში აშშ-ს წარმომადგენლების მიმართ გვიჩვენებს, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ყველაფერზე. პირადად მე ასეთი განცდა პირველად მაქვს და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის.ცხადია, ამ პროცესს თან ახლავს ის ქაოსი, რომელიც ადამიანებში შიშის განცდას იწვევს.


.

საზოგადოება არ უნდა შეშინდეს იმის გამო, რომ ამერიკამ 95 მილიონიანი დახმარება შეგვიწყვიტა. ეს დახმარება ჩვენს ქვეყანას მაინც არ ხმარდებოდა, რადენიმე არასამთავრობოზე ნაწილდებოდა, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ საქართველოში სიტუაციის არევით. კარგია ისიც, რომ ლუგარის ლაბორატორიას 2 მილიონიანი დაფინანსება შეუწყდა. უცხო ქვეყნის ლაბორატორია ქვეყანაში ნელი მოქმედების ნაღმია!რამდენიმე წელია ვითხოვთ ლუგარის ლაბორატორიის მონიტორინგს, მაგრამ ვერ ვეღირსეთ. ახლა, როდესაც ლუგარის ლაბორატორიაზე კონტროლი ქართულ მხარეს ექნება მარტივად შემოწმდება და არ იქნება მავნებელი. როგორ შეიძლება ამდენი ონკოლოგიური პაციენტი იყოს ქვეყანაში, სადაც არცერთი ქარხანა არ მუშაობს, ან ყოველი მეორე ქალი ჩიყვის ოპერაციას იკეთებდეს? ძალიან ბევრი კითხვითი ნიშანი არსებობს ე.წ. პანდემიასთან დაკავშირებით!იმნაძის და გამყრელიძის (კუბოებით მანიპულაცია) თავს მოხვეული პანდემიის გამო დაიღუპა ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილი, რა აქვთ სათქმელი?! კვლევითი ლაბორატორია ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ სხვა ქვეყნის მიერ არ უნდა ფინანსდებოდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსების შეწყვეტა ამოგვასუნთქეს. ეს პირველი ნაბიჯია დამოუკიდებლობისკენ სავალ გზაზე! ახლა პროკურატურის ჯერია, რომ ფარდა აეხადოს საუკუნის აფიორას, ამდენი გარდაცვლილის ისტორიას და ამდენ კიბოს დიაგნოზს საქართველოში. მერწმუნეთ, დომინოს პრინციპით დაიშლება ყველაფერი და ძალიან ბევრ შეკითხვას გაეცემა პასუხი.პირბადეებით დაწყებული ვაქცინებით დასრულებული ყველაფერი გამოსაძიებელია. ხალხმა უნდა იცოდეს, კვაზი ექიმებმა როგორ იშოვეს მილიონები. როგორ იყიდეს საფრანგეთში ბინები მაშინ, როცა ადამიანები სახლებში ჰყავდათ გამოკეტილი. დადგა დრო დამნაშავეების დასჯა დავიწყოთ! მსოფლიო როცა მორჩება ომობანას, შემდეგ ისევ პანდემია და ელქტრონული ფულის საკითხი დადგება დღის წესრიგში. თუ გვინდა გლობალისტებს ამ ორომტრიალში ჩავყვეთ, კი ბატონო, მაგრამ ვფიქრობ შეგვიძლია ეს ქვეყანა ოაზისად ვაქციოთ. ის ნიშა დავიჭიროთ, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰქონდა შვეიცარიას.2024 წლის არჩევნებზე ქვეყნის ბედი, მისი მომავლის საკითხი წყდება! ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება, “ რომელიც ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, მეორე მხარეს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე გაორმაგებული ძალით იძიებს შურს მათ მოწინააღმდეგებზე.პირდაპირ გეტყვით, სიები აქვთ გამზადებული, რამდენი ადამიანი უნდა დახოცონ იმისთვის, რომ „დემოკრატიულად“ გააგრძელონ სვლა. ნაციონალებს გეგმაში აქვთ საქართველოს ლიდერების და მოლაპარაკე თავების მასობრივი ხოცვა! ამ სიაში ბევრ ჩემს თანამოაზრესთან და მეგობართან ერთად მეც ვარ!ინფორმაცია ჟონავს…საიდან გახდა ცნობილი აკერმანის ტრეინინგების შესახებ? ძალიანაც ნუ იქნებიან დარწმუნებულნი თანაგუნდელების ერთგულებაში. ჩვენამდეც მოდის ინფორმაციები, მათ შორისაც არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს მხარეზე მუშაობენ.სიების შედგენა რომ მათი საყვარელი საქმიანობაა, ამაში ეჭვი ხომ არ გეპარებათ?! ამ სიაში არიან შეყვანილნი ის მოლაპარაკე თავები, რომლებიც ძალიან უშლით ნერვებს და საზოგადოებრივ აზრს ქმნიან. პირდაპირი ბრძანებაა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ ადამიანების განადგურება მოხდეს. თანამედროვე პოლიტიკაში არ არის რთული ადამიანის თავიდან მოშორება, ამისთვის ბევრი გზა არსებობს. მათ შორის მოწამვლა.ნაციონალების გაგმაა, განადგურდნენ ნარკომანები.არანაირი დაჭერები და მკურნალობა! მათი აზრით ნარკომანები ქვეყნის ხორცმეტები არიან და მათი მკურნალობა არ უნდა მოხდეს. ცნობილია, როგორ აპირებენ ამის გაკეთებას. ერთი-ერთში იმეორებენ ჰიტლერის გეგმას!ყველაზე მეტად კი ცხადია ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია სწყურიათ.თუ ვინმეს ჰგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად, ან პოლიტიკურად დასუსტებულია და არ აპირებს ბრძოლას, ძალიან ცდება. ის კვლავ ფლაგმანია მკვლელთა მოძრაობის. ისევ ცენტრალური ფიგურაა. გიგა ბოკერია მიზეზთა გამო, მოაშორეს ოპოზიციას, რომელიც სააკაშვილს გარკვეულ წილად უშლიდა ხელს. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, მიხეილ სააკაშვილი ფენიქსივითაა. ფერფლიდან აღდგენა შეუძლია. დღეს საკმაოდ დიდი ფსონი კეთდება ალასანია-სააკაშვილის ტანდემზე!პირდაპირ უნდა განვაცხადო, ჩვენც ვემზადებით ომისთვის. ყველაფერზე მაქვს ინფორმაცია და გზადაგზა მოგაწვდით. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ძალოვანი უწყების მუშაობაზე. პრევენცია იქნება იმ ადამიანების დაჭერა, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას და ჩვენს მკვლელობას აპირებენ. ეს თამაში ახლა უკვე დასწრებაზეა.მაშინ, როდესაც კომკავშირლები და კომუნიზმის აპოლოგეტები- გიგი წერეთელი და მამუკა ხაზარაძე ოპოზიციის ლიდერები არიან, რუსული ფულით გამდიდრებული ლიაკა ხოშტარია მორალს გვიკითხავს და კაცის მკვლელები აპირებენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, ძალიან დიდი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდეს!

.

რათქმა უნდა იქნება ბევრი პრობლემა, მცდელობა იმისა, რომ რამენაირად გადაგვიყვანონ სიტუაცია საომარ ვითარებაში.სალომე ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე დესტრუქციულ თამაშს ითამაშებს, მაგრამ მჯერა ხალხის და ვფიქრობ, რომ „ოცნების“ მხარეს არის ბურთი. საფრანაგეთში ჩატარებულმა ოლიმპიადამ ყველას დაანახა ევროპის დეგრადაცია. ნორმალური და საღად მოაზროვნე ადამიანი გაცილებით მეტია, მთავარია, კარგი პიარი და ხელისუფლების მხრიდან სწორი და დროული ნაბიჯების გადადგმა.პირველ რიგში ოჯახურ ძალადობაზე კანონი უნდა გაიწვიონ! გადატენილია ციხეები უდანაშულო ბიჭებით. რამდენიმე დღის წინ სასჯელაღრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს, ყოფილ კოლეგებს შევხვდი და წუხილი გამოთქვეს, ისეთი ზრდილი და კარგი ბიჭები იხდიან სასჯელს გული გეტკინებაო. არანაირი ფემიციდი და თითიდან გამოწოვილი ტერმინები. არავინ დამიწყოს ქალთა უფლებებზე საუბარი. დამნაშავე დამნაშავეა, ქალია თუ კაცი ერთნაირად უნდა დაისაჯოს! რიგები დგას „აზრზე მოსული“ ცოლების, რომლებმაც, თურმე, „ცხელ გულზე“ დილეგში გამოამწყვდიეს საკუთარი შვილების მამები! ესეც ზემოდან თავსმოხვეული პოლიტიკაა – გენოფონდის გადაშენების პროგრამა! ვფიქრობ დიდი ამნისტია უნდა მოხდეს და ხელისუფლებამ ციხეში უდანაშუალოდ მსხდომი ბიჭები დაიხსნას!მეორე – „ოცნებამ“ განაწყენებულ, ერთგულ ადამიანებს უნდა დაუძახოს, დაუყვავოს და დააფასოს! პარალელურად დაიწყოს დარჩენილი ჯალათების სტრუქტურებიდან გაყრა და დასჯა!ასევე, დღეს ნებისმიერი გლეხი გეტყვით, რომ რუსეთთან შუბლით შესკდომა არ შეიძლება. რამდენჯერაც შევასკდით იმდენჯერ დავკარგეთ ტერიტორია. მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა! ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომელიც სააკაშვილისთვის ქვების გროვა იყო, დავიბრუნოთ!” - აღნიშნავს პოლიტოლოგი ლალი მოროშკინა.

1
335
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
335
  
ამ ბოლოს ქოცებს ეტენება მაგრად, მაგრამ არ გამოუდის, ქოციც კი ხვდება რაცაა
0 1 1