x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138435
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
სტალინის შვილმა ყველას წინაშე თქვა, თუ როგორ გარდაიცვალა ბელადი... და მას ეს არ აპატიეს

ბელადის უმცროსი ვაჟის ფიგურა, მეტად წინააღმდეგობრივი იყო. ერთის მხრივ, ვასილი სტალინი კარგი მფრინავი და მეთაური, ხოლო, ამასთანავე – ალკოჰოლიზმისკენ მიდრეკილი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პიროვნება იყო. მან სიცოცხლე 7 წლიანი პატიმრობით დაასრულა... დაკარგა ჯანმრთელობა, ჩამოართვეს ყველაფერი – ჯილდოები, სამხედრო წოდება, დედაქალაქში ცხოვრების უფლება, პენსია და გვარიც კი.

რატომ მოხდა ეს? იქნებ იმიტომ, რომ ნიკიტა ხრუშჩოვს და მის გუნდს, მისგან რაიმე სახის მხილების ეშინოდა?.. და ეს შიში, უსაფუძვლო სულაც არ იყო – მამის გარდაცვალების შემდეგ, კომუნისტური პარტიის ლიდერებმა ის, ხომ ცილისწამებაში და დისკრედიტაციაში დაადანაშაულეს?

თავად ვასილი ჰყვებოდა, რომ ის ფაქტობრივად, «მცველებმა აღზარდეს»: როდესაც ის 11 წლის იყო, დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო მამას, ბავშვების აღზრდისთვის დრო არასდროს ჰქონდა – ის ყოველთვის საქმეში იყო ჩაფლული.


image


მოსაზრება, რომ სტალინი შვილს ანებივრებდა, ან მის ახირებებს ემორჩილებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. შემონახულია ბელადის მიერ, იმ სკოლაში გაგზავნილი წერილები, რომელშიც ვასილი სწავლობდა. მათში სტალინი საკუთარ შვილს «ჭირვეულად» და «მოურჯულებლად» მოიხსენიებს და მოითხოვდა, რომ მას «უფრო მკაცრად» მექცეოდნენ! გარდა ამისა, მასწავლებლებს ჰპირდებოდა, რომ მას, პერიოდულად, «ჭკუას, თავადად ასწავლიდა».

imageმიუხედავად ამისა, ვასილი მაინც შფოთისთავად და ლოთად ჩამოყალიბდა. მაგრამ ამას, ხელი არ შეუშლია, რომ სამხედრო მფრინავი, გენერალ–ლეიტენანტი და მოსკოვის მთელი სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების მეთაური გამხდარიყო.

სტალინი შვილს, მისი ხასიათის და ალკოდამოკიდებულების გამო, ხშირად ეჩხუბებოდა, მაგრამ მასზე, მაინც არაფერი მოქმედებდა. ის ხშირად სვამდა და საკუთარ პრობლემებზე გულღიად საუბრობდა:

«მე ცოცხალი ვარ, ვიდრე მამაა ცოცხალი! მას რომ რამე დაემართოს, მე მაშინვე გამგლეჯენ…» – ხშირად იმეორებდა ის. გარდა ამისა, საბედისწერო, 1953 წლის 5 მარტამდე, ის აცხადებდა, რომ ბელადის თავიდან მოშორებას, შხამის საშუალებით შეეცდებოდნენ... მაგრამ, მაშინ მის ხმამაღალ განცხადებებს «მთვრალის ბოდვას» მიაწერდნენ და მის სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდნენ.

1953 წ. 9 მარტს, ბელადის დაკრძალვისას, ვასილი სრულიად ფხიზელი იყო. თუმცა, ბევრმა გლოვის, რომ მან, გლვის დარბაზში შეკრებილ, ბელადის გარემოცვას გარკვევით უთხრა: «ეს თქვენ მოკალით ის!»

ყველამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს, მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა – ბოლოს და ბოლოს, კაცს მამა გარდაეცვალა და მწუხარება ალაპარაკებდა... იქ შეკრებილი, პარტიის ლიდერების ჯგუფისთვის, გაცილებით საშიშ ის იყო, რომ ვასილმა პირობა დადო, რომ «მამის გარდაცვალების, ჭეშმარიტი მიზეზების შესახებ სიმართლეს, მთელ მსოფლიოს გაუმხელდა».

რამდენიმე დღის შემდეგ, ვასილი თავდაცვის მინისტრმა ბულგანინმა დაიბარა და ულტიმატუმის წესით, მოსკოვის დაუყოვნებლივ დატოვებას მოსთხოვა. ხოლო, სანაცვლოდ, შორეული სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების მეთაურობა შესთავაზა. საპასუხოდ, ვასილმა მას აგინა და ისევ დაემუქრა...

26 მარტს სტალინის ვაჟი სამსახურიდან, პენსიის გარეშე დაითხოვეს და ფორმის ტარებაც აუკრძალეს. ხოლო, 1 თვის შემდეგ, – დააკავეს.

ამრიგად, პირველი ვინც თქვა, რომ სტალინი მოწამლეს – მისი შვილი ვასილი იყო და მან ეს ვერსია, ლიდერის გარდაცვალებამდე, რამდენიმე თვით ადრე გააჟღერა.

imageეს ბრალდება, შეიძლება, ვასილის არასტაბილური ფსიქიკისთვის მიგვეწერა. მაგრამ, აღნიშნული ვერსია სამეცნიერო კვლევითაც არის გამყარებული – არსებობს ცნობილი პათოლოგ–ანატომის არსენ რუსაკოვის (სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გადაუდებელი მედიცინის ინსტიტუტის განყოფილების გამგე) დასკვნა, რომელიც მან ბელადის გვამის ექსპერტიზის შემდეგ დაწერა. ბელადის გვამის გაკვეთას, ასევე ესწრებოდა სტალინის მკურნალი ექიმი და 3 მეცნიერ. გვამს კვლევა 1953 წ. 5 მარტს ჩაუტარდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაკვეთის შედეგების საფუძველზე, არსენი რუსაკოვმა განაცხადა, რომ სტალინის გარდაცვალების მიზეზი – მოწამვლა იყო და შესაბამისი ანგარიშიც დაწერა. კოლეგებმა კი, ამ მოსაზრებაზე შეერთებისაგან თავი შეიკავეს, რადგან ხვდებოდნენ, რომ ეს საშიში შეიძლებოდა ყოფილიყო.

ამის შემდეგ, მალევე, 67 წლის პროფესორი რუსაკოვი მოულოდნელად გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება, დამთხვევა იყოს, ან იქნებ, არა...


imageარხის სხვა სიახლეები:


* რა თქვა უინსტონ ჩერჩილმა სტალინზე, მისი სიკვდილის შემდეგ?

* "ფიზიკური სიკვდილის შემდეგ, ადამიანის ცნობიერება სხვა სამყაროში გადადის" – ამტკიცებს ამერიკელი მეცნიერი

* 15 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენი სამყარო სიურპრიზებით არის სავსე

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



7
1237
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1237
  
16 აგვისტო, 17:55
სადაც შესავსები იყო ეროვნულობის გრაფა საბუთებში, ყველგან გრუზინს წერდა თავისი ხელით სტალინი.
ხო არც ბერძენია,ეგეთი ადამიანებები არავინ აღარ არიან,მგონი ადამიანადაც არ უნდა იწოდებოდეს,რადგან გვარი დაკარგა ე.ი. ცხოველია უკვე. უსახელო და უგვარო ცხოველები არიან,ადამიანებს სახელი და გვარები აქვთ.
ჯარჯი ზვიადაური იგივე ილიას ილიადისი,ქართველია თუ ბერძენი? როცა ადამიანი თავის გვარს შეიცვლის,ის აღარ უნდა იწოდებოდეს ქართველად,მე ესეთი მიდგომა მაქვს და თქვენი არ ვიცი. აქედან გამომდინარე,არც ილიადისია ქართველი და არც სტალინი. ვიღაცა მეთანხმება და ვიღაცა არა,მარა გვარი გამოიცვალეს და მე რა შუაში ვარ? მეც რო გამოვიცვალო გვარი,უცხოური გვარი ავირჩიო,არც მე ვიქნები ქართველი. არა,სისხლი ქართული ექნება,მარა სული არა,აქ ესაა მთავარი,მთავარი სულია და არა ხორცი
მადლობა,რომ ინფორმაცია მომაწოდე,თუმცა თქვენგან ამას არ ველოდი :) არადა,დაუშვით რო მე ეგ ამბავი არ ვიცოდი,რამ მოგაფიქრათ ეგ და რატომ დაუშვით,რომ მე არ ვიცი,საიდან ბრძანდებოდა ძია სტალინი? თვითონ ამბობდა რო რუსი იყო და ამიტომაც მოვიხსენიე რუსად,რამ გაგაკვირვათ ასე? ამ ცხოვრებაში,ქალისთვის ქალი ვერ გიწოდებია და კაცისთვის კაცი,რასაც თვითონ აირჩევენ თურმე ის უნდა დაუძახო და სტალინი გახდა პრობლემა? მე ესე გეტყვით,ჯუღაშვილი იყო ქართველი,ხოლო სტალინი რუსი.
14 აგვისტო, 13:06
სტალინი რუსი, ოსი, ებრაელი, სომეხი ან თურქი არ ყოფილა. სტალინი ქართველი იყო.
ამ დონეზე დამთხვევები არ არსებობს,ის მოკლეს და მერე გაასუფთავეს ყველაფერი.ეს თვითონ რუსებმა გააკეთეს,ალალი და უსაყვედურო იყოს ძია სტალინისთვის,ხომ იყო რუსი და მათივე ხელით მოკვდა. რა კენედი თვითონ ამერიკელებმა არ მოკლეს,ესეთი რაღაცეები ხდება და მოხდება. აგერ ტრამპსაც ასცდა ტყვია და გდარცა,საკითხავია რამდენი ხნით. ბიძოსაც ემუქრებიანო და გავს სიმართლეს,როცა ბობოლებს ფეხს აბიჯებ,მერე გიშორებენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია მსოფლიო ისტორიაში,თუმცა ხალხი მაინც ილუზიებში ცხოვრობს და ემოციებით იმართება. ზვიადიც ხომ ეგრე მოკლეს,ფეხი დადგა და დაკბინეს,ილიაც ეგრე მოკლეს და კიდევ ბევრი.
0 1 7