საბუნებისმეტყველო "ფიზიკური სიკვდილის შემდეგ, ადამიანის ცნობიერება სხვა სამყაროში გადადის" – ამტკიცებს ამერიკელი მეცნიერი 13 აგვისტო, 8:47 ამერიკელი ექიმი, მეცნიერი, კომპანია Ocata Therapeutics–ს უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი რობერტ ლანზა (Robert Lanza) ამტკიცებს, რომ სიკვდილი, სხვა არაფერია, თუ არა «ადამიანის ცნობიერების ილუზია». უკვე რამდენიმე წელია მეცნიერი, თავის გუნდთან ერთად, აქტიურად მუშაობს თეორიაზე, რომელიც აღწერს, სხეულის ფიზიკური სიკვდილის შემდეგ, «ცნობიერების სხვა განზომილებაში გადასვლას». «ჩვენი აზრით, სიცოცხლის მთავარი პირობები — ნახშირბადის და მოლეკულების აქტივობა... და მანამდე ვცოცხლობთ, ვიდრე ისინი აქტივობას ინარჩუნებენ, ხოლო შემდეგ, მიწას ვუერთდებით», — აცხადებს მეცნიერი. ლანზა ამტკიცებს, რომ ადამიანებს სიკვდილის იმიტომ სჯერათ, რომ ასე გვასწავლეს, ან კიდევ იმიტომ, რომ მათ ცნობიერებაში, სიცოცხლე შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებასთან ასოცირდება. ხოლო, ბიოცენტრიზმის თეორია, რომელსაც მეცნიერი წლებია ავითარებს, ხსნის, რომ სიკვდილი, შესაძლოა, ის სულაც არ არის, რასაც ჩვენ ამ ტერმინით ვგულისხმობთ. ბიოცენტრიზმის (ბერძნულიდან, «სიცოცხლის ცენტრი») კონცეფციის თვალსაზრისით, რომელსაც მეცნიერი ბოლო პერიოდში ავითარებს და პოპულარობას უწევს, რეალურ ცხოვრებაში, ბიოლოგიას ცენტრალური ადგილი უკავია და სწორედ სიცოცხლე ქმნის სამყაროს და არა, პირიქით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ობიექტების ფორმას და ზომას, რომელიც ჩვენს სამყაროში არსებობს, ადამიანის ცნობიერება განსაზღვრავს და თუ ცნობიერება ენერგიაა, მაშინ ის ვერ განადგურდება... მას შეუძლია, უსასრულოდ შეიცვალოს და გარდაიქმნას. «არსებობს მრავალი სხვა, პარალელური სამყარო. იქ რეალიზდება ყველა ის ვარიანტი, რომელიც არ განხორციელდა აქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენის სამყაროში ცხოვრებიდან წასვლა, მხოლოდ ფიზიკური გარსის განადგურებას ნიშნავს. ხოლო, ცნობიერება, სხვა სამყაროში «გადადის», სადაც ცხოვრებას აგრძელებს და, სავარაუდოდ, უკვე სხვა სხეულში», — დაამატა ლანზამ. მეცნიერის აზრით, სიკვდილი მრავალწლოვან მცენარეს ჰგავს, რომელსაც როტაცია, მულტისამყაროში, უსასრულო ყვავილობის შესაძლებლობას აძლევს. «სამყარო გრძნობაა», — თქვა რალფ ულდ ემერსონმა, — «ადამიანების უმრავლესობა გონებამ ისე დაიმორჩილა, რომ სივრცის და დროის საზღვრები მყარ კედლად, რეალურად და გადაულახავად ეჩვენება...». რობერტ ლანზას მტკიცებით კი, სიკვდილი — ადამიანის ცნობიერების მიერ შექმნილი ილუზიაა. «ადამიანები თვლიან, რომ ისინი სხეულის სიკვდილთან ერთად კვდებიან, მაგრამ ეს, ასე არ არის. ცნობიერება დროს და სივრცის მიღმაც არსებობს», — აღნიშნავს მეცნიერი. ადამიანის ცნობიერებას არსებობა ნებისმიერ ადგილზე შეუძლია, მათ შორის, ჩვენი სხეულის გარეთაც. «კვანტური მექანიკის საფუძვლების მიხედვით, მოვლენების განვითარების უამრავი ვარიანტი არსებობს, ხოლო ადამიანის ცნობიერება ენერგიის სახეობაა, რომელიც არ ქრება და მისი განადგურება შეუძლებელია — მას მხოლოდ უსასრულოდ ცვლილება და ტრანსფორმირება შეუძლია» — აცხადებს პროფესორი ლანზა. არხის სხვა სიახლეები:* 15 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენი სამყარო სიურპრიზებით არის სავსე* 5 უჩვეულო ფაქტი თავის ტვინის შესახებ, რომლის ცოდნა ნამდვილად გამოგადგებათ* იგრძენი თავი დეტექტივად – 3 თავსატეხი (პასუხები აქვს)* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ341 1-ს მოსწონს
|