x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
10 რაღაც, რაც 30 წლამდე უნდა მოასწროთ
აუცილებლად უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიბერეში არ ინანოთ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებისა და მიტოვებული ადამიანების გამო. საუკეთესო დრო და ასაკი კი ამ შესაძლებლობებისთვის არის 20-30 წელი, რადგან ამ დროს მეტად ვართ მიზანდასახულები, ამბიციურები და მოკლედ რომ ვთქვათ, მზად ყველაფრისთვის.



image




10 რაღაც, რაც 30 წლამდე უნდა მოასწროთ






1. საკუთარი თავის გააქტიურება...



სანამ დროა სწრაფად და უმტკივნეულოდ შეცვალე საქმიანობის სფერო, ისწავლე ახალი ენები, დაეუფლე სხვა პროფესიებს. იკითხე რაც შეიძლება მეტი, აკეთე რაც შეიძლება მეტი, იცხოვრე რაც შეიძლება მეტი. ახალგაზრდობა ფაქტობრივად გარბის.









2. გაუმკლავდი საკუთარ შიშებს.



შიშების ქონა 30 წლის ასაკში, ცოტა უხერხულია. სისულელეა ამ ასაკში ობობების შიში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენს დასახმარებლად 5 წლის ბავშვი მოდის. რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდე მათგან. ვერ წარმოიდგენ რა საამოა მათ გარეშე სუნთქვა.







3. ჩაერთე თვითგანვითარებაში.



წიგნები, ფილმები, მუსიკა, ცეკვა, თეატრი... დაინტერესება გამოხატე ყველაფრის მიმართ. შემდეგ, ის დაგეხმარება იპოვო შენი ჰობი, იპოვო ის, რაც დაგეხმარება გაუმკლავდე ცუდ განწყობას, ან უბრალოდ გაატარო შენი თავისუფალი დრო სასარგებლოდ.



image




4. ისწავლე ცეკვა.



არასდროს არ არის გვიან ცეკვის სწავლა. ან, უფრო სწორად, არასდროს არის ნაადრევი. და საერთოდ არ გჭირდება შენი უნარების დახვეწა ტანგოში ან სალსაში, ისწავლე სულ მცირე მუსიკის შეგრძნება, გადაადგილება, ასე მცირეც საკმარისია.







5. იპოვე შენი საქმე.



ვერასდროს წარმოიდგენ რა გამოგადგება ცხოვრების ურთულეს პერიოდში დასახმარებლად. შენი ჰობი- სწორედ შენი საყვარელი საქმიანობაა ამ დროს ხსნა.



image


6. გახდი ფინანსურად დამოუკიდებელი.



ფინანსური დამოუკიდებლობა დიდწილად განსაზღვრავს დამოუკიდებლობის სხვა ტიპებს. ჩვენ ბევრად უფრო თავისუფალნი ვართ ჩვენს ქმედებებში, როდესაც არ გვიწევს ხარჯების აღრიცხვა ან სხვის კმაყოფაზე ყოფნა.







7. ისწავლე " არა"-ს თქმა!



ბევრი ადამიანი უხერხულობის ან სიმორცხვის გამო ამბობს "დიახ" მაშინ, როდესაც უნდა, რომ თქვას "არა". ასე რომ, 30 წლის ასაკში უნდა შეგეძლოს თქვა მტკიცე „არა“ ყველაფერზე, რაც შენს პრინციპებს ეწინააღმდეგება.





8. დაიწყე კარიერის შენება...



გაიაზრე რისი კეთება გიყვარს და გსურს და მის გარშემო ააწყე კარიერა. მიიყვანე შენი შესაძლებლობები და უნარები სრულყოფილებამდე, იმუშავე, ისწავლე. თუ უკვე იპოვნე საკუთარი ბიზნესი, მაშინ დროა გადადგა ნაბიჯი კარიერის მომდევნო კიბეზე ასასვლელად.


image


9. ერთხელ მაინც წადი საზღვარგარეთ.



ვერ წარმოიდგენ, რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს შენს ცნობიერებაში მხოლოდ ერთი მოგზაურობის შემდეგ. სამყარო წარმოუდგენლად მდიდარია არქიტექტურით, ხელოვნებით, ბუნებით. ყველაფერი თავდაყირა დადგება, როცა მას საკუთარი ხელით შეეხები.







10. დაუწერე წერილი შენს საკუთარ თავს მომავლისთვის.



დაუწერე წერილი საკუთარ თავს 30 წლის ასაკისთვის, სადაც გაუზიარებ შენს გეგმებს და იმედებს სამომავლოდ. წლების შემდეგ წაიკითხე და ნახე, რამდენად გაამართლე ყველა გეგმა და იმედი




0
592
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
592
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0