ფილოსოფია რატომ გადის დრო ასე სწრაფად? - 4 მიზეზი 2024, 15 აგვისტო, 11:25 ალბათ, თითოეულმა ჩვენგანმა შენიშნა, რომ დრო, რომელიც ბავშვობაში გადიოდა ძალიან ნელა, მას შემდეგ რაც გავიზარდეთ, გარბის სწრაფად. თუ 5 წლის ასაკში ერთი წელი გვეჩვენებოდა მარადისობად, 30 წლის ასაკში ის თვალის დახამხამებაში გადის. რასთან არის დაკავშირებული ეს პროცესი და შესაძლებელია თუ არა დროის ისევ შენელება?
![]() დღევანდელ სტატიაში მინდა გესაუბროთ ამ ფენომენის 4 შესაძლო მიზეზზე. რატომ გადის დრო ასე სწრაფად? - 4 მიზეზი1. ახალი გამოცდილების ნაკლებობა. ![]() ბავშვობაში, ყოველ ახალ დღეს, ახალ-ახალი გამოცდილებები მოჰქონდა. ასაკთან ერთად კი ასეთი მომენტები უფრო ნაკლებად ხდება და ყველაფერს ვუყურებთ არაობიექტურად. ნეირობიოლოგმა David Eagleman-მა ჩაატარა ექსპერიმენტი- ფოტოები აჩვენა ხალხს სხვადასხვა გამოსახულებებით. აღმოჩნდა, რომ ფოტოებს, რომლებიც მათ უკვე ნანახი ჰქონდათ, თითქმის არ შეხედეს, ხოლო ფოტოებს, რომლებსაც პირველად ხედავდნენ, დიდხანს ათვალიერებდნენ დეტალურად. დასკვნა: ადამიანისთვის, რომლის ტვინიც დაკავებულია ახალი ინფორმაციის დამუშავებით, დრო ძალზედ ნელა გადის. აქედან გამომდინარე კი ბავშვობაში დრო ნელა გადის, ზრდასრულობის დროს კი სწრაფად, თუმცა დრო ყველა შემთხვევაში ერთნაირად გადის. 2. "ნაგლეჯების" თეორია. ![]() წარმოიდგინეთ მომენტი, როდესაც დედა პატარასთან ერთად გადის ჰაერზე სასეირნოდ. ბავშვისთვის ეს გასეირნება არის ძალზედ საინტერესო, იძენს ახალ მეგობრებს სკვერში, დასდევს პეპლებს, ნახა ხოჭო, გამოაცხო ქვიშის პასკა და ა.შ, დედასთვის კი ეს ყველაფერი არც პირველია და არც უკანასკნელი. დასკვნა: გამოდის, რომ ცხოვრების მანძილზე, ტვინი შთაბეჭდილებების განსაზღვრულ რაოდენობას ნაგლეჯებად აგროვებს. 3. ნეიროფიზიოლოგიური პროცესები. ![]() უაზში, ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერის Peter Mangan-ის მიერ იქნა ფაქტი დადასტურებული. მეცნიერმა სამ წუთში შეადარა ადამიანებში დროის აღქმის უნარი და გამოიყენა ახალგაზრდები 19–24 წლამდე, ხანდაზმულები 60–80 წლამდე. ექსპერიმენტში მონაწილეებს მხოლოდ ის ევალებოდათ, რომ როგორც კი იფიქრებდნენ რომ ეს სამი წუთი ამოიწურა, ხმამაღლა ეთქვათ, ანუ ვისთვის როდის გავიდოდა სამი წუთი. ახალგაზრდების ჯგუფის აზრით სამი წუთი სამ წუთსა და სამ წამში გავიდა, მოხუცების აზრით კი ეს სამი წუთი ორმოც წამში გავიდა. დასკვნა: დასკვნა ამ შემთხვევაშიც იგივეა, რომ დროის გასვლა ასაკში უფრო სწრაფად გვეჩვენება. 4. მ. კინერის "შკალა". ![]() 327 3-ს მოსწონს
|