x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რატომ გადის დრო ასე სწრაფად? - 4 მიზეზი
ალბათ, თითოეულმა ჩვენგანმა შენიშნა, რომ დრო, რომელიც ბავშვობაში გადიოდა ძალიან ნელა, მას შემდეგ რაც გავიზარდეთ, გარბის სწრაფად. თუ 5 წლის ასაკში ერთი წელი გვეჩვენებოდა მარადისობად, 30 წლის ასაკში ის თვალის დახამხამებაში გადის. რასთან არის დაკავშირებული ეს პროცესი და შესაძლებელია თუ არა დროის ისევ შენელება?




image




დღევანდელ სტატიაში მინდა გესაუბროთ ამ ფენომენის 4 შესაძლო მიზეზზე.




რატომ გადის დრო ასე სწრაფად? - 4 მიზეზი





1. ახალი გამოცდილების ნაკლებობა.image


ბავშვობაში, ყოველ ახალ დღეს, ახალ-ახალი გამოცდილებები მოჰქონდა. ასაკთან ერთად კი ასეთი მომენტები უფრო ნაკლებად ხდება და ყველაფერს ვუყურებთ არაობიექტურად. ნეირობიოლოგმა David Eagleman-მა ჩაატარა ექსპერიმენტი- ფოტოები აჩვენა ხალხს სხვადასხვა გამოსახულებებით. აღმოჩნდა, რომ ფოტოებს, რომლებიც მათ უკვე ნანახი ჰქონდათ, თითქმის არ შეხედეს, ხოლო ფოტოებს, რომლებსაც პირველად ხედავდნენ, დიდხანს ათვალიერებდნენ დეტალურად.



დასკვნა:
ადამიანისთვის, რომლის ტვინიც დაკავებულია ახალი ინფორმაციის დამუშავებით, დრო ძალზედ ნელა გადის. აქედან გამომდინარე კი ბავშვობაში დრო ნელა გადის, ზრდასრულობის დროს კი სწრაფად, თუმცა დრო ყველა შემთხვევაში ერთნაირად გადის.






2. "ნაგლეჯების" თეორია.image

ეს თეორია, ასევე ასოცირდება შთაბეჭდილებებთან. ტვინი შთაბეჭდილებებს განმარტავს ასაკის მიხედვით. ამერიკელი კოგნიტივისტი Douglas Hofstadter-ი მიიჩნევს, რომ ადამიანის ტვინი გარკვეული გამოცდილებების შემდეგ აგროვებს შთაბეჭდილებების ნაგლეჯებს.



წარმოიდგინეთ მომენტი, როდესაც დედა პატარასთან ერთად გადის ჰაერზე სასეირნოდ. ბავშვისთვის ეს გასეირნება არის ძალზედ საინტერესო, იძენს ახალ მეგობრებს სკვერში, დასდევს პეპლებს, ნახა ხოჭო, გამოაცხო ქვიშის პასკა და ა.შ, დედასთვის კი ეს ყველაფერი არც პირველია და არც უკანასკნელი.



დასკვნა: გამოდის, რომ ცხოვრების მანძილზე, ტვინი შთაბეჭდილებების განსაზღვრულ რაოდენობას ნაგლეჯებად აგროვებს.






3. ნეიროფიზიოლოგიური პროცესები.image

ადამიანის ტვინში არ არის არანაირი სტრუქტურა, რომელიც დროზე პასუხისმგებელი იქნებოდა. თუმცა, ზრდასთან ერთად, ადამიანს უმცირდება დოპამინის დონე, (ადამიანის სხეულში ასრულებს თავის ტვინის ნეიროტრანსმიტორის ფუნქციას, ის არის მაცნე, რომელიც უზრუნველყოფს სხეულის ნერვის იმპულსების გავლას) რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს შემეცნებითი საქმიანობის უზრუნველსაყოფად. შედეგად, დროის აღქმის უნარი მოზარდებსა და მოხუცებში განსხვავებულია.



უაზში, ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერის Peter Mangan-ის მიერ იქნა ფაქტი დადასტურებული. მეცნიერმა სამ წუთში შეადარა ადამიანებში დროის აღქმის უნარი და გამოიყენა ახალგაზრდები 19–24 წლამდე, ხანდაზმულები 60–80 წლამდე. ექსპერიმენტში მონაწილეებს მხოლოდ ის ევალებოდათ, რომ როგორც კი იფიქრებდნენ რომ ეს სამი წუთი ამოიწურა, ხმამაღლა ეთქვათ, ანუ ვისთვის როდის გავიდოდა სამი წუთი. ახალგაზრდების ჯგუფის აზრით სამი წუთი სამ წუთსა და სამ წამში გავიდა, მოხუცების აზრით კი ეს სამი წუთი ორმოც წამში გავიდა.



დასკვნა: დასკვნა ამ შემთხვევაშიც იგივეა, რომ დროის გასვლა ასაკში უფრო სწრაფად გვეჩვენება.






4. მ. კინერის "შკალა".image

BMW-ს დიზაინის კონსულტანტმა ავსტრიიდან Maximilian Kiener-მა შეიმუშავა "შკალა", რომლის თანახმად, რაც დიდხანს ცოცხლობთ, მით მოკლე გგონიათ თქვენი ცხოვრება.



0
326
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0