x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
თქვენ როგორ ზიხართ? - სხეულის ენა გაგთქვამთ
სხეულის ენას ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანის ბუნებასა და ხასიათზე. როგორ დავდივართ, როგორ ვზივართ, როგორ ვსაუბრობთ და ა, შ, ეს ყველაფერი გასცემს ჩვენი ხასიათისა და პიროვნების საიდუმლოებებს. დაკვირვებიხართ, რომ ყველა ქალს ჯდომის განსხვავებული სტილი აქვს? ალბათ კი, და თქვენ როგორ ზიხართ?



image



ფაქტს, თუ როგორ მდგომარეობაში გიყვართ ჯდომა, შეუძლია თქვენი ხასიათი ამოიცნოს. არ გჯერათ? შეამოწმეთ!




თქვენ როგორ ზიხართ? - სხეულის ენა გაგთქვამთ






1. ორივე ფეხი ერთმანეთის პარალელურად.image


ასეთი ქალი ყოველთვის ფრთხილია, განსაკუთრებით უცნობებთან. მასთან ურთიერთობის დაწყება და ნდობის მოპოვება, საკმაოდ რთულია, ამას დიდი დრო სჭირდება.






2. ფეხი-ფეხზე გადადება.image

ასეთ ქალთან ურთიერთობა ძალზედ მარტივია. მას ნაკლებად ადარდებს თუ რას ფიქრობენ სხვები. ის ცხოვრობს და ტკბება ცხოვრებით. ის არის ღია, მხიარული, გულწრფელი. ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და დიდხანს უწევს იმაზე ფიქრი თუ ვისზე შეაჩეროს არჩევანი.






3. ერთი ფეხი მეორე ფეხის ქვეშ.image

ასეთი ქალი ყურადღებიანია გარშემომყოფების მიმართ. ყოველთვის მზადაა მათ დასახმარებლად, თუნდაც მსხვერპლი გაიღოს. მათი მინუსი ის არის, რომ ვერ იტანენ მცირე შეცდომასაც კი, ამიტომ ყურადღება გმართებთ. მათთან ურთიერთობის დაწყება მარტივი არაა, ნდობის და ინტერესის მოსაპოვებლად საჭიროა გამოიჩინოთ ნამდვილი გულწრფელობა და თავაზიანობა.






4. მუხლებმიყრდნობილი და ფართოდ გაშლილი ფეხები.image

ასეთი ქალი სამყაროს მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში ხედავს, სხვა შუალედური ფერები, მისთვის უბრალოდ არ არსებობს. თუ ადამიანი უყვარს, მას ყველაფერს მისცემს, საკუთარი თავის ჩათვლით, იმის გაუთვალისწინებლად, აქვს თუ არა საპირისპირო სქესს ნაკლოვანებები. თუ მას სძულს, წყალობას არ ელოდოთ.






5. ერთმანეთს მიბჯენილი და მარცხნივ ან მარჯვნივ გადახრილი ფეხები.image

ასეთი ქალი ამაყობს საკუთარი თავით. უყვარს კომპლიმენტები, რომლებიც მის გონებას, სილამაზესა და ელეგანტურობას გამოხატავს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კარგ მანერებს და ქცევის ეტიკეტს. მამაკაცებში ის მხოლოდ "ერთ რამეს" ეძებს - აღზრდა, თავდაჯერებულობა, სილამაზე და მცირე ნარცისიზმი.



0
193
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0