x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138991
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ჯაბა ბოჯგუას დედა დომენიკ მანგოს აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს – მანგომ აქცია გააუქმა
image

.

გარდაცვლილი მომღერლის, ჯაბა ბოჯგუას დედა, მანანა გვასალია სოციალური ქსელის საშუალებით ბლოგერ დომენიკ მანგოს მიმართავს და მის დასახმარებლად დაწყებული საქველმოქმედო პროექტის შეწყვეტას სთხოვს.

.


"Domenic Mango !!!!! მოგესალმებით, მე გახლავართ ჯაბას დედა, მანანა გვასალია. 12 წლის განმავლობაში ბევრმა, ძალიან ბევრმა ადამიანმა მაჩუქა თავიდან ჯაბა..... სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები და სიკვდილის მერეც ამ ადამიანების.......

.

არ დავიღლები თქვენთვის კეთილი სიტყვებისა და სურვილების გამოგზავნით....ამ ეტაპზე კი მოგმართავთ, პირადად, დომენიკს, გთხოვთ, რომ აღნიშნული საქველმოქმედო აქცია შეწყვიტოთ და ეს კეთილი საქმე მიმართოთ სხვა ადამიანების მიმართ.., მე ამჟამად, ვცხოვრობ ნათესავთან ერთად და სრულიად მაკმაყოფილებს ჩემი საცხოვრებელი პირობები.


იმედია, გაითვალსწინებთ ჩემს თხოვნას და აიღებთ ჩემი ანგარიშის ნომერს და საბოლოდ, აღნიშნულ პოსტსაც!!!


ერთი სურვილი მაქვს მხოლოდ, მინდა, ჯაბას სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს მისი სიმღერების სახით....



გმადლობთ, გმადლობთ ადამიანებო..... - წერს მანანა გვასალია.

.

თავდაპირველად მანგომ დაწერა:


"ვუყიდოთ ჯაბა ბოჯგუას დედას, ქალბატონ მანანას ბინა? რაღაც გული მენთება ამ ქალის უბედურებაზე. ახლა მაინც ეღირსოს მოსვენება. რას იტყვით?"
.

შემდეგ კი დააკონკრეტა:

.

“ტელეფონზე ვესაუბრე ჯაბა ბოჯგუას დედას, ქალბატონ მანანას; ბინის ყიდვაზე კატეგორიული უარი განაცხადა, ვერ შევაწუხებ ხალხს ამაზეო. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, წელის და მუხლის პრობლემა. ძალიან მორიდებით მითხრა, შეიძლება მკურნალობაზე დამჭირდეს თქვენი დახმარეობა, ისიც თუ ოპერაცია გახდა საჭიროო. სამჯერ გავუმეორე საუბარში, რომ არც ბინის ყიდვაზე ეთქვა უარი, რადგან თუ დეიდაშვილთან ცხოვრობთ, იმ ბინას გააქირავებთ და რაღაც შემოსავალი მაინც გექნებათ-მეთქი. მაინც კარეგორიული უარი განაცხადა ბინაზე. გამაკვირვა ძალიან, გმირ დედასთან ერთად, არაჩვეულებრივი ადამიანიც ყოფილა. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. მოკლედ, თუ ექიმი ოპერაციას დაუნიშნავს, ვემზადოთ ამ კუთხით დახმარებისთვის".

.

ბოჯგუას დედის გამოხმაურების შემდეგ კი მანგომ დაწერა, რომ შეწყდა აქცია და ფულს შეინახავს.

.

“თანხის გროვება შეწყდა. რაც მოესწრო ამ რამდენიმე წუთში და შეგროვდა, გადავინახავ და თუ მკურნალობა გახდა საჭირო, იქ გამოვიყენებთ". - აღნიშნა მანგომ.

.

.

0
143
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0