საზოგადოება ჯაბა ბოჯგუას დედა დომენიკ მანგოს აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს – მანგომ აქცია გააუქმა 12 აგვისტო, 11:36 . გარდაცვლილი მომღერლის, ჯაბა ბოჯგუას დედა, მანანა გვასალია სოციალური ქსელის საშუალებით ბლოგერ დომენიკ მანგოს მიმართავს და მის დასახმარებლად დაწყებული საქველმოქმედო პროექტის შეწყვეტას სთხოვს. . "Domenic Mango !!!!! მოგესალმებით, მე გახლავართ ჯაბას დედა, მანანა გვასალია. 12 წლის განმავლობაში ბევრმა, ძალიან ბევრმა ადამიანმა მაჩუქა თავიდან ჯაბა..... სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები და სიკვდილის მერეც ამ ადამიანების....... . არ დავიღლები თქვენთვის კეთილი სიტყვებისა და სურვილების გამოგზავნით....ამ ეტაპზე კი მოგმართავთ, პირადად, დომენიკს, გთხოვთ, რომ აღნიშნული საქველმოქმედო აქცია შეწყვიტოთ და ეს კეთილი საქმე მიმართოთ სხვა ადამიანების მიმართ.., მე ამჟამად, ვცხოვრობ ნათესავთან ერთად და სრულიად მაკმაყოფილებს ჩემი საცხოვრებელი პირობები. იმედია, გაითვალსწინებთ ჩემს თხოვნას და აიღებთ ჩემი ანგარიშის ნომერს და საბოლოდ, აღნიშნულ პოსტსაც!!! ერთი სურვილი მაქვს მხოლოდ, მინდა, ჯაბას სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს მისი სიმღერების სახით.... გმადლობთ, გმადლობთ ადამიანებო..... - წერს მანანა გვასალია. . თავდაპირველად მანგომ დაწერა: "ვუყიდოთ ჯაბა ბოჯგუას დედას, ქალბატონ მანანას ბინა? რაღაც გული მენთება ამ ქალის უბედურებაზე. ახლა მაინც ეღირსოს მოსვენება. რას იტყვით?"
143 შეფასება არ არის
|