x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139070
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
10 შოკისმომგვრელი წესი, რომლის დაცვაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მეუღლეს უწევს

image


ჩრდილოეთ კორეა მთელს მსოფლიოში მეტისმეტი სიმკაცრით არის განთქმული და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც იდეოლოგიის "რკინის ხელი" ყელში მხოლოდ საშუალო და დაბალ კლასს უჭერს, ჩრდილოეთ კორეაში ეს ხელი ყველას ერთნაირად გუდავს, ჩვეულებრივი ფერმერით დაწყებული პირველი რანგის ჩინოვნიკით დასრულებული. გადარჩენის შანსი არავის აქვს, არც თავად "რკინის ხელის" მეუღლეს, კიმ ჩენ ინის მომხიბვლელ ლი სოლ ჩჯუსაც კი.


image


1. 16 თებერვალს, ჩრდილოეთ კორეაში თქვენ ვერ დაქორწინდებით, ვინაიდან ამ დღეს ყველა ვალდებულია ამჟამინდელი მმართველის კიმ ჩენ ინის, გარდაცვლილი მამის, კიმ ჩენ ირის დაბადების დღე აღნიშნოს. ამ დღეს ქვეყნის ყველა მოქალაქე მოვალეა ტრადიციულ კორეულ სამოსში გამოეწყოს და ლიდერის ძეგლთან ყვავილები მიიტანოს. სხვათა შორის, ეს კიმ ჩენ ინის მეუღლესაც ეხება.


image


2. ლი სოლ ჩჯუმ საკუთარი მეუღლის პროგრესული და თანამედროვე მხარე უნდა განასახიეროს, ამიტომ ის ჩაცმულობაში უპირატესობას შედარებით თანამედროვე დასავლურ სტილს ანიჭებს, ხოლო დიქტატორის დამ კი, პირიქით, ტრადიციული შეხედულებები უნდა დაიცვას.


image


3. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ლი სოლ ჩჯუს საკუთარი მშობლების მონახულებაც კი არ შეუძლია. ზოგიერთი წყაროს ცნობით მას ეს მკაცრად ეკრძალება. ზოგიერთის თქმით, საკმაოდ რთულია სამთავრობო რეზიდენციიდან გასვლა და საკუთარი ოჯახის მოსანახულებლად წასვლა. ასეა თუ ისე, ლი სოლ ჩჯუ თავის ოჯახს პრაქტიკულად ვერც კი ხედავს.


image

4. ჩრდილოეთ კორეის პირველ ლედის, საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის უფლება იშვიათად ეძლევა. ადგილობრივი წესების თანახმად, ქვეყნის პირველმა ქალბატონმა და მისმა შვილებმა საიდუმლო ცხოვრებით უნდა იცხოვრონ, რათა თავიდან ზედმეტი სპეკულაციები და ჭორები აიცილონ.


image


5. უსაფრთხოების ოქმების მიხედვით, პირველი ლედის გადაადგილება დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურების მიერ მკაცრად კონტროლდება. ასე რომ, მისი მოძრაობა სერიოზულად არის შეზღუდული, ქვეყნის პირველ ლედის დასწრება მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებზე შეუძლია.


image

6. პირველი ლედი საკუთარ მეუღლესთან ერთად სამგლოვიარო ღონისძიებებს ხშირად ესწრება, რაც ბევრ ქვეყანაში მიღებული არ არის.


image

7. ლი სოლ ჩჯუსა და კიმ ჩენ ინს 8 წლის ვაჟი, კიმ ჩჯუ ე. ჰყავთ. ზოგადად, ქორწინების შემდეგ გოგონას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა: პირველ რიგში, ის 9-12 თვის განმავლობაში უნდა დაორსულებულიყო. მეორეც, ბავშვი აუცილებლად მამრობითი სქესის უნდა ყოფილიყო, რათა ქვეყნის მართვა მემკვიდრეობით გადასცემოდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერსა და მის მეუღლეს ორი უფროსი ქალიშვილიც ჰყავთ, თუმცა ეს მხოლოდ ჭორებია, დაზუსტებით მხოლოდ ის არის ცნობილი რომ წყვილი ვაჟის – კიმ ჩჯუ ე. –ს აღზრდით არის დაკავებული.


image

8. ლი სოლ ჩჯუს წარსული ცხოვრება – განათლება, პირადი ურთიერთობები, კოლეჯში ცხოვრების დეტალები და ოჯახური კავშირები მკაცრად არის გასაიდუმლოებული.


image

9. გავრცელებული ჭორების თანახმად, ლი სოლ ჩჯუ ადგილობრივი პოპ – ჯგუფის წევრი იყო, თუმცა დღესდღეობით ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რადგან კიმ ჩენ ინმა მისი მონაწილეობით ყველა დისკისა თუ ჩანაწერის განადგურების ბრძანება გასცა, მაგრამ ჩრდილოეთ კორეელების მეხსიერების წაშლა არც ისე ადვილია, მსგავსი ჭორები გარკვეული პერიოდულობით ამიტომაც ვრცელდება.


image


10. პირველი ლედი იძულებული იყო საკუთარ წარსულზე უარი ეთქვა, მათ შორის მომღერლის კარიერაზეც.


image







0
182
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
182