x
მეტი
  • 11.08.2024
  • სტატია:136474
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510738
12 შოკისმომგვრელი ფაქტი ახალგაზრდა ბოშების ცხოვრებიდან, რომელიც უმჯობესია არ იცოდეთ!

image


ბოშათა თემი თავისი ტრადიციების მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა მთელს მსოლფიოში. ახალგაზრდა ბოშები ზედმიწევნით იცავენ საკუთარი წინაპრების ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, და ყველანაირად ცდილობენ უფროსების მითითებების მიხედვით ცხოვრებას. ახალგაზრდა ბოშებს ამ წესების დაცვა უპირობოდ უწევთ.


image


ბოშების თემში გოგონები გაუთხოვრები თითქმის არასდროს რჩებიან, რადგან აქ უკვე 16-17 წლის ასაკში მათი გათხოვება ჩვეულებრივი მოვლენაა. ბიჭები კი როგორც წესი, 18-19 წლის ასაკში ქორწინდებიან.


image


ბოშათა თემში ქორწინება ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება და ისიც სამუდამოდ, ამიტომ განქორწინება წყვილებს შორის პრაქტიკულად არ ხდება.


image


გასათხოვარი გოგონა აუცილებლად ქალწული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას, ისევე როგორც მის მთელს ოჯახს საჯაროდ შერცხვენა ელის.


image


ასეთ გოგონას არც ერთი კაცი ცოლად არ წაიყვანს, ამიტომ დიდი შანსია ის სამუდამოდ გაუთხოვარი დარჩეს.



image


ბოშათა თემში სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან ქორწინება კარგ ტონად არ ითვლება. ბოშები თავიანთი კულტურისა და ტრადიციების მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან და მის შენარჩუნებასა და დაცვას ყველანაირად ცდილობენ, ამიტომ ზოგჯერ ქორწინება ბიძაშვილებს შორისაც კი ხდება.


image



ბოშა გოგონა მშობლებს წინააღმდეგობას როგორც წესი, არასდროს უწევს, ის მათ ბოლომდე ემორჩილება. ის ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი, რასაც მას უფროსები ურჩევენ, მათ შორის ცოლად გაჰყვეს იმ მამაკაცს, ვისაც მშობლები შეურჩევენ.


image


გათხოვების შემდეგ ბოშა ქალი ვალდებულია ყველაფერში ქმარს დაემორჩილოს.



image


ქალებისთვის მკვეთრი და ხასხასა ტანსაცმლის ტარება ჩვეულებრივი მოვლენაა. ყვავილებიანი პრინტის წყალობით გოგონა მამაკაცის - პოტენციური საქმროს ყურადღების მიპყრობას უფრო მარტივად ახერხებს, ვინაიდან ის პირველი მასთან მისვლას და საუბრის წამოწყებას ვერ ბედავს, ამიტომ იძულებულია ზოგიერთ ხრიკს მიმართოს...


image


გასათხოვარ გოგონებს შარვლის ტარების უფლება აქვთ, ხოლო გათხოვილ ქალებს კი არა, მათ მხოლოდ გრძელი ქვედაბოლოების ჩაცმის უფლება ეძლევათ.


image


ბოშათა თემებს ოჯახში ძალადობის შოკისმომგვრელი მაღალი მაჩვენებელი აქვთ. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქმრები გათხოვილი ქალების 61%-ეს რეგულარულად სცემს და ფიზიკურ დაზიანებებსაც აყენებს, ქალები კი იძულებულები არიან ამ ყოველივეს შეეგუონ.


image


თუ ბოშებს შორის კონფლიქტი წარმოიშვება, ამას დიდი აურზაური და ხმაური მოჰყვება, ისევე როგორც აუცილებლად იქნება გვარის დაწყევლაც, თუმცა ბოშა პოლიციაში არც ერთ შემთხვევაში არ წავა.


image


ფილმებში ხშირად ვხედავთ მამაკაცებს საყურეებით, მაგრამ ეს მხოლოდ სტერეოტიპია. სინამდვილეში, ბოშათა თემში საყურეს მხოლოდ ქალები ატარებენ.







0
83
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
83