x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ვერა ბრეჟნევა გაშიშვლდა და ლედი გოდივა განასახიერა(ფოტო)
image

42 წლის უკრაინელმა მომღერალმა და პოპ-ჯგუფი «ВИА Гра»-ს ყოფილმა სოლისტმა ლედი გოდივას გათამაშება გადაწყვიტა.

უკრაინელმა მომღერალმა ვერა ბრეჟნევამ თაყვანისმცემლები უჩვეულო ფოტოებით გაახარა.

მომღერალმა გადაწყვიტა ლედი გოდივას როლი შეასრულოს და ცხენზე შიშველი გამოჩნდა.


თუმცა, ვერა ორიგინალს საკმაოდ ჩამორჩა, ლედი გოდივასგან განსხვავებით წელსქვემოთ სამოსი დაიტოვა და მხოლოდ მკერდი მოიშიშვლა.

image

ინტერნეტმომხმარებლებმა შენიშნეს, რომ მომღერალი ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება.

ბრეჟნევამ მოახერხა ამ ეფექტის მიღწევა ფოტოფილტრებით ფაფუკი თმით და ბუნებრივი გამებით გაზავებული მინიმალური მაკიაჟით.


რუსეთში უკრაინის შეჭრის შემდეგ ვერა ბრეჟნევა ქალიშვილთან ერთად პოლონეთში იმყოფება და მოხალისედ მუშაობდა, იგი უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებოდა.

"შემოგვიერთდით თქვენი ქალაქებიდან"- მოუწოდებს ის რუსეთის მოქალაქეებს.

ძმები კონსტანტინე და ვალერი მელაძეები, ვერა ბრეჟნევასთან ერთად რეპრესიების მსხვერპლი მას შემდეგ გახდნენ, რაც მათ პუტინის პოლიტიკა და უკრაინაში ომის დაწყება გააპროტესტეს.


2023 წლის ოქტომბერში ვერა ბრეჟნევას 8 წლიანი ქორწინება დასრულდა პროდიუსერ კონსტანტინე მელაძესთან, წყვილმა დაშორების მიზეზი არ დაასახელა, თუმცა სულ მალე ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინემ რომანი გააბა «ВИА Гра»-ს მორიგ სოლისტთან სოფია ტარასოვასთან, რომელიც კომპოზიტორზე 38 წლით უმცროსია.



ლეგენდის თანახმად, ლედი გოდივა(990-1067) იყო ინგლისელი გრაფ ლეოფრიკის ლამაზი ცოლი. გრაფმა მაღალი გადასახადები დააწესა ვასალურ ქალაქ კოვენტრიში, გრაფინია ცდილობდა მათ შემცირებას. ერთხელ ერთ-ერთი ღრეობის შემდეგ, მთვრალი ლეოფრიკი დაჰპირდა ცოლს გადასახადების შემცირებას, თუ ის შიშველი ამხედრდებოდა ცხენზე და ასე გაივლიდა ქალაქ კოვენტრის ქუჩებში. გრაფი დარწმუნებული იყო, რომ ასეთი პირობა მისი ცოლისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდებოდა. თუმცა, ლედი გოდივამ მიიღო გამოწვევა. ქალაქის მცხოვრებლებს უყვარდათ და პატივს სცემდნენ გრაფინიას, დანიშნულ დღეს მათ დაკეტეს თავიანთი სახლების კარები და ფანჯრები, ქუჩაში არავინ გამოვიდა. მხოლოდ ქალაქის ერთმა მკვიდრმა, სახელად ტომმა, გადაწყვიტა ფანჯრიდან გაეხედა, რათა შიშველი ცხენოსანი ქალი დაენახა - ტომი იმავე წამს დაბრმავდა. ასე შეუმჩნევლად გაიარა ლედი გოდივამ ქალაქის ქუჩები. გრაფი განაცვიფრა ქალის თვითდაჯერებულობამ და იძულებული გახდა შეესრულებინა სიტყვა - შეემცირებინა გადასახადები.


მთავარ ფოტოზე:ლედი გოდივა-ჯონ კოლერას ფერწერა-1898 წელი




0
125
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0