x
მეტი
  • 15.09.2024
  • სტატია:137054
  • ვიდეო:351964
  • სურათი:511178
"ორჯერვე ჩუმად, საიდუმლოდ შეხვდა, რაც დიდ ხანს იქნება მსჯელობის საგანი"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის საქართველოში ორჯერ ჩამოსვლას და ჯერ მუხრანში, შემდეგ კი კოჯორში ბიძინა ივანიშვილთან კონსპირაციულ შეხვედრებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"რატომ ცდილობენ ზოგიერთნი რომ მთავრობებისადმი კრიტიკა გაავრცელონ ხალხებზეც სრულიად გაუგებარია. ის, რომ პრეზიდენტი ილხამ ალიევი ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში და ჯერ მუხრანში, მერე კოჯორში, ორჯერვე ჩუმად, საიდუმლოდ შეხვდა ქართველი ხალხის სატრაპ ივანიშვილს ფაქტია, რაც კიდევ დიდ ხანს იქნება მსჯელობის საგანი, სანამ არ გაირკვევა რა გარიგება იქნა დადებული. ამდენ მოთქმა--გოდებას ბაქოში ურჩევნიათ დროზე გახსნან წლობით დაკეტილი საზღვარი ორ ქვეყანას შორის, რათა ხალხმა თავისუფლად ამოისუნთქოს და გადაადგილდეს თავის საქმეებზე."- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილს პოსტში.






0
305
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
305