საზოგადოებრივი რა თქვა უინსტონ ჩერჩილმა სტალინზე, მისი სიკვდილის შემდეგ? 13 აგვისტო, 9:07 ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას, უინსტონ ჩერჩილმა იოსებ სტალინს პატივი მიაგო და ხაზი გაუსვა, მის მნიშვნელობას საბჭოთა იმპერიის ისტორიის კრიტიკულ პერიოდში. ის ამტკიცებდა, რომ იმ დროს, როდესაც საბჭოეთი, თავისი არსებობის, ყველაზე რთულ მომენტებს განიცდიდა, სწორედ სტალინს დაეკისრა ლიდერის როლი და მან ყველა დაბრკოლების გადალახვა შეძლო. ჩერჩილმა სტალინში არა მარტო ლიდერი, არამედ ნამდვილი გენიოსიც დაინახა, რომლის მონდომება და სტრატეგიული ნიჭი, ქვეყანას გადარჩენას და წინსვლაში დაეხმარა. ამავდროულად, ჩერჩილმა სტალინი, დაახასიათა როგორც პიროვნება, რომელიც გამოირჩეოდა თანამედროვეთა შორის, არა მხოლოდ მისი ძლიერი, დომინანტური ხასიათით, არამედ წარმოუდგენელი სიცოცხლისუნარიანობით. მან აღნიშნა, რომ სტალინს ენერგია და ნება გააჩნდა, რაც მას ეფექტურად მოქმედების საშუალებას აძლევდა. ამასთან მას, არსებული გამოწვევების, ქვეყნის განვითარების და გაძლიერების შესაძლებლობებად გადაქცევის დიდი ნიჭი და უნარი ჰქონდა... და ჩერჩილის აზრით, სწორედ ამ თვისებებმა აქცია სტალინი გამოჩენილ ფიგურად, რომელმაც ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. იოსებ სტალინის შეფასებებისას, უინსტონ ჩერჩილმა, ასევე ხაზი გაუსვა, მის შეუპოვარ ხასიათს და მონდომებას, რამაც იგი, ისტორიის ყველაზე გავლენიანი ლიდერების გვერდით დააყენა. პრემიერის აზრით, სტალინი იყო ლიდერი, რომლის წინაშეც, ბრიტანული პარლამენტარიზმის ტრადიციებით აღზრდილი, ყველაზე გამოცდილი და დახვეწილი პოლიტიკოსებიც კი, უძლურნი იყვნენ. ის იყო ადამიანი, რომელსაც მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება შეეძლო და ყოყმანის გარეშე ემოქმედა, რაც განსაკუთრებით ღირებული იყო იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა. გარდა ამისა, ჩერჩილმა სტალინის გონებამახვილობა და სარკაზმის უნარიც გამოყო, რაც, მისი აზრით, ქვეყნის ლიდერის პიროვნულ სიღრმეს მატებდა. სტალინს ჰქონდა სხვების აზრების და განზრახვების გაგების და ანალიზის უნიკალური უნარი, რამაც იგი გამოჩენილ სტრატეგად აქცია. ამ თვისებებმა, ურყევ ნებასთან ერთად, ის XX საუკუნის, ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და გავლენიან ლიდერად აქცია. იოსებ სტალინმა უნიკალური ადგილი დაიკავა მსოფლიო ლიდერების პანთეონში, იმ ნიჭის გამო, რომლის წყალობით, მას ყველაზე სასოწარკვეთილ სიტუაციებშიც კი, გამოსავლის პოვნა შეეძლო. ხოლო, მისმა ლიდერულმა უნარებმა და სტრატეგიულმა ხედვამ, მას იმ დაბრკოლებების გადალახვის საშუალება მისცა, რომლებიც გადაულახავი ჩანდა, რამაც ის ისტორიაში, უბადლო ფიგურად აქცევდა. სტალინის ეს თვისება, როგორც ჩერჩილმა აღნიშნა, მას სხვა სახელმწიფო მოღვაწეებისგან გამოარჩევდა. ჩერჩილმა ასევე აღფრთოვანება გამოხატა იმის გამო, თუ როგორ შეძლო «უდიდესმა დიქტატორმა», ინდუსტრიულად ჩამორჩენილი ქვეყნის, ატომური იარაღის მქონე ქვეყნად გარდაქმნა. «გუთნიდან, ატომურ იარაღზე გადასვლა, იქცა იმ ღრმა ცვლილებების სიმბოლოდ, რომელიც ქვეყანაში, სწორედ მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა და სტალინის, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიდერის რეპუტაცია დაადასტურა» – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა. არხის სხვა სიახლეები:* სახალისო ფოტოები კარგი განწყობის შესაქმნელად* 40–იან წლებში ომი გარდაუვალი იყო... გერმანია რომ არა, საბჭოთა კავშირზე თავდასხმას, სხვები აპირებდნენ* მიწისქვეშა ქალაქი, "ცოდნის დარბაზი", "ენერგიის კვერთხი" – საიდუმლო არტეფაქტები, რომელიც მეცნიერებმა სფინქსის ქვეშ აღმოაჩინეს* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ918 2-ს მოსწონს
|