x
მეტი
  • 10.08.2024
  • სტატია:136460
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510734
"ერთადერთი რაც ძააან მომწონს ამ კაცში....." - რას წერს ვიკა ბუკია

image


ჟურნალისტი, ვიკა ბუკია ბაობაბის ხეების გახმობასთან დაკავშირებით ატეხილ სკანდალს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:



"იმედის ჟურნალისტები დარბიან მიკროფონებით და ეკითხებიან ოპოზიციას – თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას ბიძინას ბაობაბები რომ გახმაო. შაყირი მეგონა თავიდან.


შეძახილმა ხე გაახმოო, ანუ ამას ეკითხებიან.


ბიძინა ხომ იცით როგორ არ მიყვარს, მაგრამ ერთადერთი რაც ძააან მომწონს ამ კაცში – რა დღეშიც აგდებს ამათ – ღირსები ხართ"- წერს ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში კენიიდან გადარგული ბაობაბის რვავე ხე გახმა. ინფორმაციას თავად დენდროლოგიური პარკი ავრცელებს და ამას "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის "კონტროლირებად მედიას" აბრალებს.


შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პარკი 2020 წლიდან ფუნქციონირებს.

0
124
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
124