x
მეტი
  • 15.10.2024
  • სტატია:137616
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511510
თუ სარკეების დამზადება, აივნის შემინვა ან მინის ავეჯის შექმნა გსურთ - როგორ შეგიძლიათ, სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველი ხარისხიანი მომსახურება მიიღოთ

image

როდესაც გვინდა, სხვადასხვა სერვისის შესახებ ინფორმაცია მივიღოთ, სანდო ხელოსანი ვიპოვოთ, სახლის დამლაგებლები მოვძებნოთ ან თუნდაც შვილისთვის უცხოური ენების მასწავლებელი შევარჩიოთ, ერთ სივრცეში ყველა ამ სპეციალისტის პოვნა დიდი კომფორტია.


საქართველოში უკვე ფუნქციონირებს ვებგვერდი - Serwish, რომელიც სულ მალე სახლიდან გაუსვლელად სასურველი მომსახურების მოძიებასა და მიღებაში დაგეხმარებათ. შეძლებთ დაუკავშირდეთ ხელოსნებს, სამშენებლო, სილამაზის, საგანმანათლებლო, დასუფთავების, ტურიზმისა თუ სხვა სასურველი სფეროს სპეციალისტებს და მათი სერვისით ისარგებლოთ - ყველაზე დიდი ონლაინ მომსახურების ჰაბი მოგცემთ შესაძლებლობას, დაამზადოთ ავეჯი, შექმნათ ინდივიდუალური დიზაინი და სახლი უფრო საინტერესო სივრცედ აქციოთ, თუნდაც მინისა და სარკეების დახმარებით.


სარკე ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომაც, ბევრს სურს, ის საკუთარი გემოვნებას მოარგოს და სპეციალისტს ინდივიდუალური მოდელი დაამზადებინოს.

image



Serwish-ზე კი შეგიძლიათ, ნახოთ სარკეები შეკვეთით. საიტზე სანდო კომპანიასა და ხელოსანს მარტივად იპოვით. დეკორატიული სარკეები, აბაზანის სარკეები, კედლისა თუ დასადგამი სარკე, განათებითა თუ სადა დიზაინით - არჩეულ სპეციალისტს საიტზე განთავსებული მონაცემების მიხედვით დაუკავშირდებით და სასურველი დიზაინის შექმნასა და მონტაჟზე შეუთანხმდებით.


საიტზე სხვადასხვა სპეციალისტის მონაცემებს ნახავთ, თუმცა “Serwish ხარისხის“ კატეგორიაში მოთავსებული სპეციალისტების შედეგებზე თავად კომპანია აიღებს პასუხისმგებლობას.


გარდა სარკეებისა, გამორჩეული ვიზუალური ეფექტის, მეტი სივრცის ილუზიისა და მრავალფუნქციურობის გამო, შუშის აივნების, საშხაპე კაბინის, საშხაპე ტიხრის დამზადება, აივნის შემინვა, პანორამული ჭერების შემინვა და მსგავსი მომსახურება სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. მინის მოვლა, წმენდა საკმაოდ მარტივია, ვიზუალურად სივრცეს კიდევ უფრო აფართოებს და ამრავალფეროვნებს და ეკოლოგიურად უსაფრთხოცაა. სასურველი შედეგის მისაღებად შუშის ხელოსანი დაგჭირდებათ. გამოცდილი სპეციალისტების შესახებ კი ინფორმაციას, საკონტაქტო მონაცემებს Serwish-ზე გაეცნობით. საიტზევე შეგიძლიათ, მოიძიოთ საშხაპე კაბინები შეკვეთით.

image

შუშის ხარისხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ნაწრთობი შუშა გამძლე და უსაფრთხოა. ადვილად იწმინდება, მასზე ნაკლებად გროვდება ბაქტერიები, უკეთ განათებას ხელს უწყობს და გამძლეობის გამო, უფრო ეკონომიურიცაა.

image


საქართველოში მინა-შუშის სამუშაოებს სხვადასხვა კომპანია აწარმოებს. თუმცა, მათ შორის ბაზარზე სანდოობითა და მრავალფეროვანი სერვისით სარემონტო კომპანია Metrix გამოირჩევა. კომპანია გამოცდილი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც თავიანთ საქმეს დიდი პასუხისმგებლობითა და კომპეტენციით ასრულებენ.


სარემონტო კომპანია Metrix 2018 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ, არაერთ კმაყოფილ მომხმარებელს აერთიანებს. გუნდის პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და საქმისადმი პასუხისმგებლობა თქვენ, როგორც დამკვეთს, გაზღვევთ უსიამოვნო შემთხვევებისგან, დროის კარგვისა და იმედგაცრუებისგან. Metrix-ის შექმნას საფუძვლად სარემონტო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნა უდევს, რომელიც მოიცავს როგორც სარემონტო, ასევე ინტერიერის დიზაინერის და ავეჯის ოსტატების მომსახურებას.


Metrix-ის გუნდი სრულ სარემონტო სამუშაოებს ასრულებს - იატაკის ნებისმიერი საფარის დაგება, აბაზანის მოპირკეთება, სანტექნიკის მონტაჟი, შპალერის გაკვრა, კედლის შეღებვის სამუშაოები, გათბობა/კონდიცირების სისტემის გამართვა/მონტაჟი, ელექტრო გაყვანილობის დაგეგმვა, კედლებისა თუ იატაკის თბოიზოლაცია, შეკიდული ან გაჭიმული ჭერის მონტაჟი და სხვა ნებისმიერი ხელსაქმე, რაც თქვენი სახლის იდეალური რემონტისთვისაა აუცილებელი.


კომპანია სარკეებს თავად ამზადებს და მინასთან დაკავშირებულ სამუშაოებსაც დიდი ხანია, აწარმოებს. მინის საშხაპე კაბინების დამზადებისთვის, აივნების შემინვისთვის Metrix-ის პროფესიონალთა გუნდიდან შუშის ხელოსანი შეგიძლიათ, შეარჩიოთ, საქმე თავისუფლად მიანდოთ და ხარისხიანი მომსახურება მიიღოთ.


თანამედროვე არქიტექტურაში დიდი შუშის ფასადები და ფანჯრები სულ უფრო აქტიურად გამოიყენება. შუშის ავეჯი, დეკორატიული ელემენტები და სარკეები კი განსაკუთრებით პოპულარულია. ხარისხიანი მომსახურების მისაღებად სანდო, გამოცდილი სპეციალისტები აუცილებლად დაგჭირდებათ, რომლებიც შეგიძლიათ, Serwish-ზეც შეარჩიოთ ან Metrix-ის გუნდს დაუკავშირდეთ.


R


0
66
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0