x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139005
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512555
ვარსკვლავები, რომლებმაც რომანი პირდაპირ გადასაღებ მოედანზე გააბეს

image


სამსახურეობრივი რომანი მსახიობებს შორის საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა, ჰოლივუდში არაერთი ვარსკვლავური წყვილია, რომელთა ურთიერთობაც გადასაღებ მოედანზე დაიწყო და არც მეტი, არც ნაკლები ოჯახის შექმნით დასრულდა. ამბობენ, რომ მსახიობები როლს იმდენად ითავისებენ რომ ზოგჯერ კინოს, რეალური ცხოვრებისგან ვეღარც კი ანსხვავებენ. მათი ვნებები ხშირად სცენარის საზღვრებს სცდება და რეალურ დროსა და სივრცეში ინაცვლებს, ხოლო ამ სიტყვების სისწორეში რომ დაგარწნუნოთ წარმოგიდგენთ 7 ვარკვლავურ წყვილს, რომელთა ურთიერთობაც გადასაღებ მოედანზე დაიწყო და რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა.




სტივენ მოიერი და ანა პეკუინი


image


ამერიკული ტელესერიალი "ნამდვილი სისხლის" ვარსკვლავებისთვის აღნიშნული პროექტი მართლაც რომ საბედისწერო აღმოჩნდა. ორივე მათგანი ერთმანეთის მიმართ დაუცხრომელ ლტოლვასა და საოცარ ვნებას ეროტიკულ სცენებში მთელი მონდომებით ისე შთამბეჭდავად ასახიერებდა, რომ მათი რომანი მხოლოდ დროის საკითხი იყო, წყვილი 2010 წელს დაქორწინდა, 2012-ში კი სტივენ მოიერი და ანა პეკუინი ტყუპების მშობლები გახდნენ.




რაიან ფილიპი და რიზ უიზერსპუნი


image

სწორედ "სახიფათო თამაშები" აღმოჩნდა ის ფილმი, რომელმაც ცნობილი მსახიობების ცხოვრება ერთმანეთს დიდი ხნით დაუკავშირა. რიზ უიზერსპუნი უკვე ფეხმძიმედ იყო, როდესაც წყვილმა თავიანთი ურთიერთობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, მოგვიანებთ კი მათ მეორე შვილიც შეეძინათ. რაიან ფილიპისა და რიზ უიზერსპუნის ურთიერთობა ჰოლივუდში დიდი ხნის განმავლობაში მართლაც იდეალურად ითვლებოდა, თუმცა 2006 წელს წყვილი ერთმანეთს ყველასთვის მოულოდნელად დაშორდა.




ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი


image


ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს შორის რომანტიკული ურთიერთობები ფილმ "რომის დღიურის" გადაღების დროს დაიწყო. მსახიობები თავიანთ ურთიერთობას გარეშე თვალისგან საგულდაგულოდ მალავდნენ, მეტიც, წყვილის თაყვანისმცემლებმა ამის შესახებ მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შეიტყვეს, როცა მათ წითელ ხალიჩაზე ერთად ყოფნის შესახებ საჯაროდ განაცხადეს.




რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი


image


რაიან გოსლინგისთვის და რეიჩელ მაკადამსისთვის რომანტიკული ფილმი - "უბის წიგნაკი" სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, გადაღებების დროს პარტნიორებს ერთმანეთი დასანახავად სძულდათ, ხშირად ჩხუბობდნენ და გოსლინგი რეიჩელის შეცვლასაც კი ითხოვდა, თუმცა როგორც ამბობენ, სიძულვილიდან სიყვარულამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია და ეს ამ ვარსკვლავურმა წყვილმაც საკუთარ მაგალითზე დაამტკიცა. ფილმის გადაღების დასრულებისთანავე შეყვარებულებმა შეხვედრა დაიწყეს, წყვილის სიყვარულმა რეალურ ცხოვრებაში 3 წელს გასტანა, ხოლო აი, რაც შეეხება ულამაზესს, ეკრანულ სიყვარულს, ის დღემდე გრძელდება.




ჰეიდენ კრისტენსენი და რეიჩელ ბილსონი


image


კოლეგების მსგავსად ვარსკვლავურ წყვილს შორისაც სასიყვარულო ურთიერთობები ფილმ "ტელეპორტის" გადასაღებ მოედანზე დაიწყო და მის საზღვრებს მალევე გასცდა, წყვილს 2014 წელს გოგონა შეეძინა.




ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი


image


ჰოლივუდის ამ ცნობილი წყვილისთვის ფილმი "მისტერ და მისის სმიტები" მართლაც საბედისწერო აღმოჩნდა. იმ პერიოდისთვის ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული და ოჯახი მან სწორედ ანჯელინას გამო დაანგრია. მართალია, ჯენიფერი ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ქმართან ურთიერთობა მას დიდი ხნით ადრე გაუფუჭდა, და ჯოლის მისთვის ქმარი არ წაურთმევია, თუმცა როგორც ბრედმა აღიარა, ანჯელინა მას გადასაღებ მოედანზე შეუყვარდა, რამაც ცოლის მიტოვება აიძულა. ჯოლის და პიტს სამი აყვანილი ბავშვი - მედოქსი, პექსი და ზაჰარა, და სამი ბიოლოგიური შვილი - შილო, კნოქსი და ვივიენი ჰყავთ. ყველასთვის საყვარელი წყვილი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდა.




კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი


image


"HBO"-ს სერიალის "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავებისთვის - კიტ ჰარინგტონისთვისა (ჯონ სნოუ) და როუზ ლესლისთვის (იგრიტი) გადასაღებ მოედანზე დაწყებული რომანი რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა. საკულტო სერიალის ვარსკვლავები ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ, ჯვარი კი შოტლანდიაში დაიწერეს. საქორწინო ცერემონიას წყვილის მეგობრები, ოჯახის წევრები და რა თქმა უნდა, "GOT"-ის ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ.





0
483
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
483