x
მეტი
  • 08.08.2024
  • სტატია:136425
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510678
5 შოკისმომგვრელი მტკიცებულება იმისა, რომ მონობა თანამედროვე სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს

image


რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს თანამედროვე სამყაროში მონობა და ბავშვთა შრომის ექსპლუატაცია ჯერ კიდევ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ერთ ადგილას არ დგას, ზოგიერთი მწარმოებელი მონების შრომის გამოყენებას კვლავაც "წარმატებით" განაგრძობს. თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენ ყოველდღიურ ნივთს ვიყენებთ ამ საბრალო, ღარიბი ბავშვების ხელით დამზადებულს.



არაორიგინალი ჩანთები ანუ ე.წ. "რეპლიკები"


image


სტატისტიკის მიხედვით, არაორიგინალი პროდუქციის წარმოება 600 მილიარდი დოლარით არის შეფასებული, და ეს ყველაფერი მხოლოდ მონებისა და ბავშვების შრომის ფასად ხდება. ტაილანდში მიაკვლიეს ქარხანას, სადაც მცირეწლოვან ბავშვებს მუშაობას მთელი დღის განმავლობაში აიძულებდნენ, ხოლო გაქცევის თავიდან ასაცილებლად მათ ფეხებს უმტვრევდნენ.




ბრილიანტები


image


ზიმბაბვეში ბრილიანტები მონების შრომით მოიპოვება. ზოგიერთი წყაროს თანახმად, დიქტატორმა რობერტ მუგაბემ სულ მოკლე დროში რამდენიმე ასეული ადამიანის დამონებაც კი შეძლო.




შოკოლადი


image


კაკაოს მხოლოდ რამდენიმე რეგიონში მოიპოვებენ, თუმცა ყველაზე მსხვილ მომწოდებლად მაინც კოტ-დ'ივუარი ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, აქ მხოლოდ ბავშვები მუშაობენ, რომელთა უმრავლესობაც ოჯახიდან არის გატაცებული.



კანაფი

image


დიდ ბრიტანეთში კანაფის უკანონო გაყიდვა სულ უფრო სისტემატურ ხასიათს იღებს. დილერებს ღარიბი ოჯახებიდან ვიეტნამელი ბავშვები მიჰყავთ, რომლებსაც ინგლისში მდიდარ მომავალს ჰპირდებიან.



პორნო - ინდუსტრია


image


და ბოლოს, მონობის ყველაზე დიდი ბაზარი სწორედ ამ ინდუსტრიაშია. არსებობს ინფორმაცია, რომ ბოლო წლებში ქალების დამონების რამდენიმე ტალღა განხორციელდა, რომლის დროსაც ბევრი ქალი-კოლუმბიიდან, დომინიკის რესპუბლიკიდან და ნიგერიიდან იქნა გატაცებული. არსებული მონაცემებით, ბოლო წლებში სექსუალურ მონობაში, მათ შორის პორნო-ინდუსტრიაში, ქალები ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდანაც მოხვდნენ.





0
130
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
130