შოუბიზნესი არანაირი მაკიაჟი, სამაგიეროდ "ბლომად" ცელულიტი - ცნობილები ზღვაზე 13 აგვისტო, 13:05 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. როგორც უკვე განვიხილეთ, ცნობილებიც ადამიანები არიან, ისინიც მიირთმევენ კალორიულ და გემრიელ საკვებს და შედეგად, მათაც აწუხებთ ზედმეტი წონა და ცელულიტები. ისინიც მიდიან ზღვასა და ოკეანის სანაპიროზე დასასვენებლად თუ რუჯის მისაღებად, თუმცა ჩვენი ცხოვრებისგან განსხვავებით, მათ არ აძლევენ მოსვენებას პაპარაცების კამერები. ამჯერად ისინი უმაკიაჟოდ, ზღვაზე გამოიჭირეს. არანაირი მაკიაჟი, სამაგიეროდ ბლომად ცელულიტი - ცნობილები ზღვაზე1. სელმა ჰაიაკი და კილი შეი სმიტი (პირს ბროსნანის მეუღლე). 2. კეშა. 3. ჯენის დიკინსონი. 4. უმა თურმანი. 5. სერენა უილიამსი. 6. ლინდსი ლოჰანი. 7. ჰელენა ბონემ-კარტერი. 8. ქეით მოსი. 9. კელი ოსბორნი. 313 3-ს მოსწონს
|