x
მეტი
  • 13.09.2024
  • სტატია:137037
  • ვიდეო:351964
  • სურათი:511168
მისტიკური, წვიმიანი, კლასიკური - 10 საუკეთესო კინო-კოცნა
image



კარგი კინო ღვინოს ჰგავს, წლების მატებასთან ერთად უკეთესდება და მისი ისევ და ისევ ყურება გვინდება. დიდწილად, მთავარი გმირების კოცნა ფილმს სილამაზეს და პოპულარობას მატებს. ხანდახან ამას მთელი ფილმი ელოდები და ფიქრობ, რატომ ვერ ახერხებენ კოცნას. ხანდახან კოცნა შეიძლება იყოს უკანასკნელი ერთ-ერთი პერსონაჟისთვის და ამიტომაც გულისამაჩუყებელ ხასიათს იძენს. ნებისმიერ შემთხვევაში, ლამაზი და გარკვეულწილად უჩვეულო კინო კოცნა ცალკე სტატიის ღირსია.



მისტიკური კოცნა: „მოჩვენება“

image



ერთ დროს 1990 წელს გადაღებულმა ფილმმა მაყურებლის გული მოიგო ამაღელვებელი ისტორიით და შესანიშნავი მსახიობებით, ასევე „ოსკარზე“ ორი ქანდაკება აიღო. გარდა ამისა, ფილმი მთავრდება პატრიკ სუეიზის და დემი მურის ყველაზე რომანტიკული გამოსამშვიდობებელი კოცნით.



კლასიკური კოცნა: „ქარწაღებულნი“


image



რეტ ბატლერის და სკარლეტ ო’ჰარას ურთიერთობის ისტორია არის ატრაქციონი, რომელსაც ასრულებენ კლარკ გეიბლი და ვივიენ ლი. წყვილი ყოველ ჯერზე სხვადასხვა გრძნობით კოცნას ცდილობს, მაყურებელს მათი ემოციებისგან ყურადღების გადართვის საშუალებას არ აძლევს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია „ძალადობრივი“ კოცნა ნაცნობი სქემის მიხედვით: ჯერ გოგონა წინააღმდეგობას უწევს, შემდეგ დუნდება.



საოჯახო კოცნა: „მისტერ და მისის სმიტები“

image



ფილმში „მისტერ და მისის სმიტები“ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ისე თამაშობენ და იმდენ ვნებას ავლენენ, რომ ბევრი ოჯახი ისურვებდა მათი საიდუმლოს გაგებას.



საბჭოთა კოცნა: „სამსახურებრივი რომანი“

image



ყველაზე უმანკო კოცნა ჩვენს სიაში. კალუგინას და ნოვოსელცევის მთელი მოკრძალებისა და თავშეკავების მიუხედავად, გრძნობების ამ გამოვლინებამ ერთ დროს მაყურებელში ძლიერი ემოციები გამოიწვია და ახლაც ცოტა ადამიანი რჩება გულგრილი რიაზანოვის კომედიის ყურებისას.



კატასტროფული კოცნა: „ტიტანიკი“

image



სცენა კამერონის ფილმიდან, სადაც მთავარი გმირები გემის კიჩოზე კოცნიან, გაზვიადების გარეშე, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია კინოს ისტორიაში. ათასობით შეყვარებული წყვილი ცდილობდა გაემეორებინა ახალგაზრდა ლეონარდო დიკაპრიოსა და კეით უინსლეტის კოცნა აისბერგის საფრთხის წინ.



წვიმიანი კოცნა: „საუზმე ტიფანისთან“

image



ოდრი ჰეპბერნი ჰოლი გოლითლის როლში გახდა პერსონა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ათასობით გოგონა თაყვანს სცემს, მის ცხოვრებასა და სტილში ყველა დეტალს აფასებს. თითქმის ყველა გოგო ოცნებობს გაიმეოროს მისი კოცნა ჯორჯ პეპარდთან.



ტანმოვარჯიშის კოცნა: „ადამიანი ობობა“

image



ამ ფილმიდან კოცნის გამეორება რთულია, თუ თქვენი პარტნიორი არ არის სუპერგმირი ან, სულ მცირე, ტანმოვარჯიშე. ეკრანული კოცნა, სადაც ადამიანი ობობა, თავდაყირა ჩამოკიდებული, შეყვარებულს კოცნის, კომიქსებით გატაცებული ბევრი ახალგაზრდა ბიჭის ოცნებაა. მოკლედ, ზრდასრული გოგონებიც გულგრილები არ არიან.



მხატვრული კოცნა: „ნიღაბი“

image



1994 წლის ფილმი „ნიღაბი“, რომელიც უკვე კლასიკად იქცა, რომანტიკოსებს ახსოვთ „გამწვანებული“ ჯიმ კერის და ძალიან ახალგაზრდა კამერონ დიასის კოცნით. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კინო კოცნა ღამის კლუბის სცენაზე ხდება ხმამაღალი მუსიკის, განათების და ცხოვრების აბსოლუტური ზეიმის ფონზე.



დადგმული კოცნა: „ჩემი კენკროვანი ღამეები“

image



ვონგ კარ-ვაის პირველი „ევროპული“ ფილმი სავსეა სენტიმენტალიზმით და სიმბოლიზმით, გმირების ყოველი ნაბიჯი, ყოველი წვრილმანი კადრში გარკვეული ნიშანია. გასაკვირი არ არის, რომ მთავარი გმირების კოცნა სრულიად დადგმულია, სპონტანურობას მოკლებული, მაგრამ ეს არ აუარესებს.



აპოკალიფსური კოცნა: „უკანასკნელი სიყვარული დედამიწაზე“

image



მსოფლიო აღსასრულზე ერთ-ერთი უახლესი ფილმი არის კატასტროფის და სიყვარულის ისტორია. იუან მაკგრეგორის და ევა გრინის უკანასკნელი კოცნა არ არის მხოლოდ ორი შეყვარებულის კოცნა-გაერთიანება, არამედ ნამდვილად უკანასკნელი, რაც ხდება დედამიწაზე.



ასევე დაგაინტერესებთ:

10 საუკეთესო რომანტიკული ფილმი კინოს ისტორიაში

10+ კინოშედევრი საღამოს საყურებლად, რომლის არჩევანშიც არ შეცდებით

The Hollywood Reporter-მა დაასახელა ბოლო 20 წლის 15 საუკეთესო სიქველი

10 წარმატებული სერიალი, რომელიც კინაღამ დაასამარეს ერთი პატარა „მაგრამ“-ის გამო

ტოპ 6 კორეული რომანტიული ფილმი



0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
Mediator image
95