ფეხბურთი
"საქმეში მერაბ ჟორდანიაც ყოფილა გარეული"- რა ინფორმაციას ავრცელებს მერაბ მეტრეველი
2024, 7 აგვისტო, 13:59
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გიორგი მამარადაშვილის "ლივერპულში" გადასვლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"გადმოდი, ერთი წელი გაგანთხოვრებთ, მერე ალისონი არაბეთში გადავა და ძირითადი მეკარე გახდები, - ასეთი რიჟა ბაზარი არ მევასება.
ერთი წლის მერე რომ აღმოჩნდეს, ალისონი რაღაც მიზეზით არაბეთში ვერ გადადის (ცოტა დაგეგმილი ტრანსფერი ჩაშლილა?), მერე რა ხდება?
თან საქმეში მერაბ ჟორდანიაც ყოფილა გარეული, რაც კიდდვ მეტ უნდობლობას იწვევს ჩემში იმედია, უარს იტყვის."- ვკითხულობთ მერაბ მეტრეველის პოსტში.
"Leader Sport"-ის ინფორმაციით, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რამდენიმე დღეში გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელი იქნება.
"ვალენსიასა და ლივერპულს შორის ტრანსფერის ყველა დეტალი მოგვარებულია. ინგლისელები უკვე ელიან გიორგის ენფილდზე, თავის მხრივ ვალენსიაშიც უკვე იციან, რომ მამარდაშვილი მათი ფეხბურთელი აღარ არის. დარჩა მხოლოდ ერთი - ლივერპულისა და ფეხბურთელი კონტრაქტი, რომელიც ფაქტობრივად გამზადებულია, თუმც გარკვეულ დეტალებზე მოლაპარაკება კიდევ გრძელდება.
შევიტყვეთ, რომ ძალიან მაგარი კონტრაქტი იქნება და კიდევ ის, რომ ამ საქმეში ჩართულია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი ფეხბურთის კაცი მერაბ ჟორდანია, რომლის ევროპულ კავშირ-ურთიერთობებზე, ვფიქრობთ, ლაპარაკიც ზედმეტია.
ჰოდა, ასეთი სიახლის შემდეგ, აბა, როგორ იქნებოდა თავად მერაბ ჟორდანიას არ დავკავშირებოდით. ის ამჟამად ევროპაშია, ეს ინფორმაცია კი არც უარყო, არც დაადასტურა", - წერს "Leader Sport"-ი.