x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ლამაზმანები წარსულიდან, რომლებიც გულს აგიჩქარებენ
სიტყვა ისტორია ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს თხრობას, მოთხრობას და არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების განვითარებას. მაშასადამე, კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს, დღემდე ამოუხსნელ და მისტიკურ ამბებს, სახალისო შემთხვევებს, სხვადასხვა დარგებს და ა.შ.




image




ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.






ზოგჯერ, ერთი კონკრეტული ფოტო უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ოქრო, მაგრამ საინსტერესოა, როგორი უნდა იყოს ის რომ ასეთი ძვირფასი მეტალის ფასი გადაწონოს? არაფერი ჯადოსნობა, უბრალოდ ფოტოგრაფმა ძალიან უნდა მოინდომოს ან ძალიან უნდა გაუმართლოს, რომ საჭირო დროსა და მომენტში აღბეჭდოს ის განუმეორებელი და წარმოუდგენელი მომენტი. მარტივი სათქმელია, მაგრამ შესრულება ძნელი.




დროსთან ერთად იცვლება მოდის სტანდარტები. თუმცა, წლებს არ გააჩნია გავლენა და ძალაუფლება ნამდვილ სილამაზეზე. შევკრიბე ფოტოები წარსულიდან, რომლებზეც ლამაზმანები არიან აღბეჭდილი მაშინ, როდესაც არ იყო პლასტიკური ქირურგია და ბოტოქსები აქტუალური.





ლამაზმანები წარსულიდან, რომლებიც გულს აგიჩქარებენ




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
124
1-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0