x
მეტი
  • 06.08.2024
  • სტატია:136395
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510637
"ინფორმაცია გავრცელდა რასაც სახელმწიფო მალავდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს თიკა ჯამბურია

image


სოციალურ ქსელებში მის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციით აღშფოთებული მომღერალი თიკა ჯამბურია საკუთარ გამომწერებს მიმართავს და აღნიშნული სიბოროტის დასასრულებლად საზოგადოებას იურიდიული დახმარების გაწევას საჯაროდ სთხოვს:


"იურისტი თუ მყავხართ ვინმე მეგობრებში, ვისაც სურვილი აქვს დამეხმაროს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, პასუხი მოვთხოვო და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს სიბოროტე.


დასპონსორებული აქვთ და ინსტაგრამზე ფეისბუკზე ტრიალებს უკვე 1 კვირაა.


თან თაღლითობაა სერიოზული, ლინკია მითითებული 400₾ ღირს დარეგისტრირება და 10000 ლარა მიიღებთ ყოველ თვიურადო ... ჩემი სახელით ვითომ ინფორმაცია გავრცელდა რასაც სახელმწიფო მალავდა ....."- წერს მომღერალი სოციალურ ქსელში და ზემოაღნიშნულ დასპონსორებულ "ნიუსს" პირად გვერდზე აზიარებს.


image





0
230
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
230