x
მეტი
  • 13.01.2025
  • სტატია:139340
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512679
"იმერლებს მგონი ეკაიფება" - რას წერს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ტექნოლოგიური ჰაბის გახსნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:



"ივანიშვილი იმერლებს მგონი ეკაკფება.


რვა წლის წინ გააუქმეს პარლამნეტი ქუთაისში და მხოლოდ ახლა, არჩევნების წინ მოახერხეს შენობისთვის ფუნქციის მოძებნა. ისიც ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე.


წინა საპრლამნეტო არჩევნების წინ ივანიშვილი წყალტუბოს აღორძინებას და მიტოვებული სასტუმროების აღდგენას დაპირდა იმერლებს, ლამაზი სასრუნროების რენდერებიც დადეს და რა ხდება იქ ოთხი წლის თავზე?


უცნაური კია, მაგრამ ასე წინასაარჩევნოდ ახსენდება მას რატომღაც მიტოვებული შენობები."- ვკითხულობთ მერაბ მეტრეველის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიზიდულობის ცენტრი იქნება.






0
173
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
173