x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138533
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
ვარსკვლავების ველური გამოსვლა სცენაზე, რისიც დღეს ძალიან რცხვენიათ
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image




როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.








ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, ვარსკვლავებიც ადამიანები არიან და ხანდახან გადატვირთული გრაფიკით, გადაღებებით და ა.შ დაღლილებს უბრალოდ დასვენება სურთ, მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ყოვლისმომცველ პაპარაცებს არ სძინავთ და უბრალოდ ელიან საზოგადოების ფავორიტებს რაიმე შეეშალოთ და შემდეგ ეს კადრები მათი მილიონობით გულშემატკივრებისთვის (და არა მარტო მათთვის) დღის შუქზე გამოიტანონ.






ექსტრავაგანტურობა და შოკისმომგვრელობა ვარსკვლავების იმიჯის განუყოფელი ნაწილია. იმისათვის, რომ ყოველთვის დარჩნენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ცნობილ ადამიანებს დროდადრო უწევთ სკანდალებში ჩაბმა ან საკუთარ თავზე უსიამოვნო ჭორების გავრცელება. მაგრამ ზოგჯერ ცნობილი ადამიანების ქმედებები იმდენად ველური და შოკისმომგვრელია, რომ ისინი უბრალოდ ეწინააღმდეგებიან საღ აზრს. ამ ვარსკვლავების გიჟური სისულელეები მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.




ვარსკვლავების ველური გამოსვლა სცენაზე, რისიც დღეს ძალიან რცხვენიათ





1. ბრიტნი სპირსი. (გადაპარსული თავით)image





2. ლედი გაგა. (ნედლი ხორცის კაბითა და ასევე, ხორცის ფეხსაცმლით)image






3. ფილიპ კირკოროვი. (სცენაზე ქალი ათრია)image





4. ჯგუფი «Ленинград». (სცენაზე გაშიშვლდა)image





5. ოზი ოსბორნი. (მან პირდაპირ სცენაზე შეჭამა ღამურა)image





6. ჯასტინ ბიბერი. (მან იმდენი უხამსობა ჩაიდინა სცენაზე საჯაროდ, რომ ხალხი პეტიციას აწერდა ხელს და ითხოვდა კანადელი მუსიკოსის ამერიკიდან დეპორტაციას)image


0
98
2-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0