საზოგადოება „დაიკარგა ჩემი და, დატოვა შშმ შვილი! დამეხმარეთ“ - ანი გიუნტერი 5 აგვისტო, 19:14
.
ტელეწამყვან ანი გიუნტერის და დაიკარგა - ამის შესახებ ინფორმაციას გიუნტერი სოციალურ ქსელში თავადვე ავრცელებს და წერს, რომ მის დას გაუჩინარებამდე შავი ფერის შარვალი და ვერცხლისფერი მაისური ეცვა.
პოლიცია უკვე ინფორმირებულია, ქალი შინიდან დღეს, დილის 8-დან 9-საათამდე პერიოდში გავიდა. დაკარგულს შესაბამისი სამმართველო ეძებს.
. რუსთავი 2-ის ანი გიუნტერის ცნობით, ნატალი გიუნტერი ბოლოს ვეძისის ტერიტორიიდან დოლიძემდე ტელეფონის მოსატანად წავიდა. . გთავაზობთ მის ფეისბუქ პოსტს უცვლელად: . “დაიკარგა ჩემი და… აცვია შავი შარვალი და ვეფხვისებრი პრინტის ზედა. გავიდა ვეძისის ტერიტორიიდან დოლიძემდე ტელეფონის მოსატანად. სახლში დატოვა ჩანთა, ფული, პირადობა და შშმ შვილი. დამეხმარეთ", - წერს გიუნტერი. . 215 შეფასება არ არის
|