x
მეტი
  • 05.08.2024
  • სტატია:136361
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510594
„ეკლესიის აშენების ნაცვლად უმჯობესია ვერტმფრენი იყიდონ“ - რომან გოცირიძე
image

.

შოვ­ში, ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე აშენ­დე­ბა ტა­ძა­რი, ეს არის ერ­თგვა­რი მცი­რე თა­ნაგ­რძნო­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მო­ხა­ტუ­ლი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რო­მელ­თაც და­ე­ღუ­პათ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს შოვ­ში გა­ნუ­ცხა­და.
მთავრობის მეთაურის განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და ცინიზმს უწოდებს.

.


მაშინ, როცა ასეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უპატრონოდაა მიტოვებული და ინგრევა, კობახიძემ შოვში, სტიქიური უბედურების ადგილას ეკლესიას ავაშენებთო.

.

ცინიზმია და გარდაცვლილთა სულების დაცინვა. ბიუჯეტის ფულით ცოდვების გამოსყიდვა უნდათ. ეკლესიის აშენების ნაცვლად უმჯობესია ვერტმფრენი იყიდონ - წერს რომან გოცირიძე.

.

ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის გამოხმაურება მოჰყვა პრემიერის განცხადებას, რომელიც მან აჭარაში გააკეთა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შოვში ეკლესია აშენდება. პრემიერის ამ განცხადებას მოჰყვა მითქმა-მოთქმა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და აჟიოტაჟი გამოიწვია.

0
110
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0