საზოგადოება "მეგობრებო ახლა გინდა გეწყინოთ და გინდა -არა!"- რას წერს ლელა ჯეჯელავა 2024, 4 აგვისტო, 11:08 ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა შოვში დატრიალებული საშინელი ტრაგედიიდან ერთი წლისთავზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც საზოგადოებას არასათანადო რეაგირებისა და გულგრილობის გამო აკრიტიკებს:"შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. გახსოვდეთ, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ეს უმძიმესი ტესტი ვერ ჩავაბარეთ. ჭირსა შიგან გამაგრება გვჭირდება და არა დამუნჯება. ერთი წლის თავზე ვიცით კი როგორ გადიან ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს დაღუპულთა ოჯახის წევრები? აღარც თოჯინა ვიცით სად არის და აღარც ცოლის და სამი შვილის დამკარგავი მამა ხო?!აღარც ის მოგვიკითხვს სტიქიისა და "ღვთის რისხვის" გარდა ვინმეს პასუხისმგებლობა იყო თუ არა ამ უმძიმეს ტრაგედიაში. ან რაში გვჭირდებოდა?იმაზე ადვილი რა არის ღმერთს და მის რისხვას გადააბარო ყველაფერი. ძალაუფლებაში მყოფი კაცისთვის არის ძნელი პასუხის მოთხოვნა, თორემ" ღმერთო, რატომო? -" კითხვას წინ რა უდგას? გულგრილობა ჰქვია ამას ყველაფერს, მეგობრებო და ახლა გინდა გეწყინოთ და გინდა -არა!"- წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე გლაციალური ღვარცოფი ჩამოწვა. მომხდარ სტიქიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანი დღემდე დაკარგულად ითვლება.94 შეფასება არ არის |