x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სასიამოვნო იყო მისი პირადად გაცნობა" - ვის ფოტოს აქვეყნებს გიორგი ქოჩორაშვილი

image


საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარ მცველი გიორგი ქოჩორაშვილი არდადეგების შემდეგ ესპანეთში დაბრუნდა, აეროპორტში კი შემთხვევით ლეგენდარულ ქართველ ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძეს შეხვდა. შეხვედრით აღფრთოვანებლმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში საკუთარი ემოციები ვერ დამალა და ლეგენდარულ სპორტსმენთან გადაღებული ფოტო შემდეგი შინაარსის პოსტთან ერთად გააზიარა.


image


"ჩემი არდადეგები დასრულებულია და დღეს ესპანეთში დავბრუნდი. თბილისის აეროპორტში ლეგენდარულ ნინო სალუქვაძეს შევხვდი.


მადლობა მას ასეთი უშუალობისთვის, სასიამოვნო იყო მისი პირადად გაცნობა.


მინდა ყველა ქართველ სპორტსმენს ოლიმპიურ თამაშებში წარმატებები ვუსურვო, გაეკეთებინოთ თავიანთი მაქსიმუმი და ესახელებინოთ ჩვენი საქართველო. ყველა მათგანს სამშობლოში ოქროს მედლებით დაბრუნებას ვუსურვებ", - დაწერა გიორგი ქოჩორაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოლიმპიური თამაშების რეკორდსმენი ქალთა შორის ნინო სალუქვაძეც გამოვიდა. მან პნევმატური იარაღით 25 მეტრი დისტანციიდან სროლაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ქართველი ფინალში სამწუხაროდ ვერ გადავიდა და პარიზში ასპარეზობა დაასრულა.


ცნობისთვის, ნინო ოლიმპიადაზე 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის საკვალიფიკაციოშიც გამოვიდა, თუმცა ფინალის საგზური ვერც მაშინ მოიპოვა.


ქართველ ლეგენდარულ სპორტსმენს ოლიმპიადებზე თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ოქრო და ვერცხლი 19 წლის ასაკში 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე მოიგო, ხოლო ბრინჯაოს მედალი – 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე.






0
236
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
236