x
მეტი
  • 08.08.2024
  • სტატია:136421
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510678
წონის დაკლების 10 წესი დიეტის გარეშე
ჭარბი წონა – ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური, ჩვენდა საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით ეს ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი იტანჯება გარკვეული საკვებისა თუ სასუსნავის აკრძალვებით, ხოლო ვისაც გააჩნია სახსრები, ის თავს იტვირთავს სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა ფიგურას ყურადღება, ე.წ ტრენაჟორები ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა.



image


უმეტეს შემთხვევაში ჭარბ წონას ადგილი არასწორი კვებისა და უმოძრაობის - ფიზიკური დაუტვირთაობის გამო ექმნება. ყურებს ნუ ჩამოყრით და ნუ იფიქრებთ, რომ შორს ხართ პრიალა იდეალებისგან, ვინაიდან დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ 10 უნივერსალური წესი, როგორ დაიკლოთ წონაში დრიეტის გარეშე.




წონის დაკლების 10 წესი დიეტის გარეშე




1. დაამყარეთ კვების წესი: სამი ძირითადი კვება და 2-3 სახეობა საჭმელი რეგულარული ინტერვალებით.


2. სამზარეულოსთვის გამოიყენეთ მხოლოდ ორთქლის მანქანა და ღუმელი და ეცადეთ, ბოსტნეული მიირთვათ უმი.


image



3. აირჩიეთ უცხიმო რძის პროდუქტები.

4. შეცვალეთ კერძის ჩვეულებრივი ულუფა მესამედით და დაამატეთ ბოსტნეული.

5. არ მიირთვათ ერთდროულად იმაზე მეტი საკვები, ვიდრე საშუალო ზომის თეფშზე შეიძლება დაეტიოს.


image



6. დესერტებისა და საჭმლის ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ 1-2ცალ ხილს.

7. შეცვალეთ ხშირად მოხმარებადი მაღალკალორიული სასმელები ჩვეულებრივი წყლით და მწვანე ჩაით.

8. დალიეთ ბევრი სითხე (2-3 ლიტრი დღეში). ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შიმშილის ძლიერი გრძნობა. ხოლო ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა ჩვეულებრივი ან მინერალური წყალი.



image


9. დაღეჭეთ ნელა, დააგემოვნეთ ყოველი ლუკმა.

10. სპორტი და საუზმე ყოველთვის უნდა აქციოთ თქვენს ჯანსაღ ცხოვრების წესად.




0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0