x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ აქვთ კაპის "მეხუთე" რასის ქალებს სხეულის ასეთი განსაკუთრებული აგებულება

image


მე-17 საუკუნის შუა ხანებში და მე-18 საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში სხვადასხვა რასების დასახლების ასახსნელად პირველი მეცნიერული მცდელობები იქნა გატარებული. ამასთან, სხვადასხვა რასობრივი მახასიათებლების შესახებ პირველად უძველესი ცივილიზაციების მეცნიერების მიერ იქნა მოხსენიებული. 1684 წელს ფრანგული მონპელიეს უნივერსიტეტის მკვლევარმა ფრანსუა ბერნიემ პირველმა წარმოადგინა რასების კლასიფიკაციის დასაბუთებული 4 თეორია. აღნიშნულ თეორიას თანამედროვეები დღემდე მიჰყვებიან, თუმცა დღეს აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები იმ ხალხის შესახებ ვისაუბრებთ რომლებიც "მეხუთე" რასას მიეკუთვნებიან.



კაპის რასის ისტორია


image


მე-15 საუკუნის შუა ხანებიდან ჰოტენტოტები სამხრეთ აფრიკის ტერიტორიებიდან დევნას მუდმივად განიცდიდნენ. თავიდან ამას მეამბოხე ტომები აკეთებდნენ, შემდეგ კი მოვიდნენ ევროპელები, რომლებმაც მათთან მიწების გაზიარება გადაწყვიტეს. 1652 წელს სამხრეთ აფრიკაში პირველი ჰოლანდიური დასახლება - კაპის კოლონია გაჩნდა, რომელიც ძირითადად, ევროპული წარმოშობის მამაკაცებისგან და მსახურებისგან შედგებოდა. ახალ საცხოვრებელ ადგილას ოჯახთან ერთად ცოტა მათგანი დასახლდა, ამიტომ ოჯახური საკითხი რეალურ პრობლემად იქცა. დასახლებაში აბორიგენი - ქალები ცოტა იყვნენ. მათ კოლონისტები ძირითადად, მსახურებად ქირაობდნენ. ევროპელისთვის აფრიკელზე ქორწინება მიუღებლად ითვლებოდა.


image


გამონაკლისს წარმოადგენდნენ გოგონები, რომლებიც ქრისტიანობას იღებდნენ. ასეთი პირველი აბორიგენი - ქრისტიანი ევა კროტოა იყო. ის დანიელ ქირურგზე გათხოვდა, რამდენიმე ევროპული ენაც შეისწავლა და თარჯიმანი გახდა. ევამ გააჩინა შვილები, რომლებმაც ბედი ასევე კოლონისტებს დაუკავშირეს. კროტოას მაგალითს სხვა ქალებმაც მიბაძეს. თანამედროვე სამხრეთ აფრიკაში ევას "ერის წინაპრადაც" კი მოიხსენიებენ. კაპის ხალხს ასევე "ჰოტენტოტებსაც" უწოდებენ, მაგრამ რადგან ეს სახელი ჰოლანდიელების მიერ იქნა მოფიქრებული და კოლონიზაციის დასაწყისთან ასოცირდება, მას შეურაცხმყოფელად თვლიან, ამიტომ ამ ადამიანებს ურჩევნიათ საკუთარ თავს "კოიკოინები" ("ნამდვილი ხალხი") უწოდონ.



კოიკოინების ფიზიოლოგია, რომელიც უცნაურად გამოიყურება


image


იმისდა მიუხედავად, რომ კაპის ხალხის უმეტესობამ ქრისტიანობა მიიღო, ზოგიერთი აბორიგენი ახალ რელიგიას წინააღმდეგობას მაინც უწევდა. საქმე იმაშია რომ აფრიკელ ქალებს კარგად განვითარებული სხეულის ნაწილები ჰქონდათ, ამიტომ გოგოებს ქალიშვილობაში, ტრადიციის თანახმად, ლაბიოპლასტიკის პროცედურის გავლა უწევდათ. ევროპელებმა ეს ტრადიცია ბარბაროსულად მიიჩნიეს და ასეთი რიტუალები აკრძალეს, რამაც ბუნტი გამოიწვია. სუსტი ქალების დასაცავად თავად რომის პაპიც კი გამოვიდა. მან გოგონებს საშუალება მისცა ლაბიოპლასტიკა სურვილის მიხედვით გაეკეთებინათ. კაპის რასის ქალებს ძალიან განვითარებული დუნდულები ჰქონდათ, რომელიც 90 გრადუსიან კუთხეს ჰქმნიდა.


image


იმდროინდელმა მეცნიერებმა, რომლებსაც ადამიანის ფიზიოლოგიის შესახებ პრიმიტიული ცოდნა გააჩნდათ, ვარაუდი გამოთქვეს რომ ეს იმით იყო განპირობებული რომ ქალებს სპეციალური ჩანთის საშუალებით ზურგზე ბავშვების ტარება უწევდათ, რომლებიც ასაკის გამო დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.



image


ბავშვის ზურგზე მიბმით (როგორც თანამედროვე კენგურუს ჩანთა), შესაძლებელი იყო როგორც მინდორში უსაფრთხოდ მუშაობა, ასევე საშინაო საქმეების გაკეთებაც. დროთა განმავლობაში, მძიმე ტვირთისგან, ხერხემლის გამრუდება ხდებოდა, შესაბამისად, "მეხუთე" წერტილიც ზომაში იზრდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამაჯერებელი ვერსიაა, თუმცა მეცნიერებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ დიდი დუნდულები იმ ქალებსაც აღენიშნებოდათ ვინც ნამშობიარები არ იყო. სინამდვილეში, ფიზიოლოგიური თვისება, საკვების მიღების შეფერხებასთან და მძიმე გვალვის პირობებში ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული. ამრიგად, მთავარ როლს ქალის სხეულში თვითგადარჩენის ინსტინქტი თამშობდა, რომელიც ცხიმს თეძოებში მარაგად ალაგებდა.


image


ევროპელი კოლონისტებისთვის სხეულის ასეთი აგებულება სრული სიველურე იყო, და თან ისეთი რომ მე-17 საუკუნეში მათ გადაწყვიტეს ერთ-ერთი გოგონა ტურშიც კი გაეშვათ, რათა სხვადასხვა ქალაქში, ადამიანების წინაშე ის როგორც მასხარა ისე წარმდგარიყო. შოუს ბილეთები მყისიერად გაიყიდა, ამასთან, პირველი რიგები მთლიანად არისტოკრატიის წარმომადგენლებს ჰქონდათ შევსებული. რა ერქვა იმ გოგონას უცნობია, თუმცა ზოგიერთი ცნობით, მან სიცოცხლე ცუდად დაასრულა, უკანასკნელ გზაზეც კი ის არავის გაუცილებია.






0
271
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
271