x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
თუ შვრიის ფაფა გიყვარს, ამ სტატიის შემდეგ, გადაიყვარებ!
შვრიის ფაფა საკმაოდ ჯანსაღი პროდუქტია. შვრიის ფაფის სარგებელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის შვრიის ფაფას მიირთმევთ. როდესაც ირჩევთ საჭმელად არომატიზებულ სწრაფი მომზადების შვრიის ფაფას, სიჯანსაღის ხარისხი შეიძლება ოდნავ შემცირდეს.



image


შვრია სავსეა ცილებით და დიეტური ბოჭკოებით. შეიცავს შემდეგ ვიტამინებსა და საკვებ ნივთიერებებს:

  • მანგანუმი;
  • B1 ვიტამინი (თიამინი);
  • B5 ვიტამინი;
  • მაგნიუმი;
  • ფოსფორი;
  • თუთია;
  • რკინა.

ვიცით, რომ შვრიის ფაფა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია, განსაკუთრებით საუზმეზე. ხალხს უყვარს მისი მირთმევა, რადგან მომზადება მარტივია და წარმოუდგენლად გემრიელიც! ამ საკვების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია Quaker Oats. თუმცა, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი, რომ მონეტას უკანა მხარეც არსებობს!



image


მომხმარებლები ნიუ-იორკში და კალიფორნიაში უჩივიან Quaker Oats-ს და ამტკიცებენ, რომ მათი ქმედება არის "ყალბი და ტყუილებით" სავსე.




კომპანია პოზიციონირებს თავის პროდუქტებს, როგორც "100 პროცენტით ნატურალურ მარცვლებს". ლევის დალიმ ბრუკლინიდან, (ნიუ-იორკი) კომპანიას უჩივლა, რომ კანცეროგენები, განსაკუთრებით გლიფოსატი, გამოიყენებოდა კომპანიის პროდუქციის წარმოების დროს.



image



თუმცა, ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ განაცხადა, რომ Quaker Oats-ის პროდუქტებში უკანონო არაფერია.


Quaker Oats ეკუთვნის PepsiCo-ც. ამ კომპანიის გვერდზე წერია, რომ მისი შვრია იზრდება სრულიად ბუნებრივ პირობებში.


„მას შემდეგ, რაც აკრძალული იყო შვრიის ჰერბიციდური სპრეით შესხურება, მისართმევად ის გახდა ბევრად უფრო უსაფრთხო და ჯანსაღი“.



image


ცოტა ხნის წინ, პროდუქციის ხარისხის კონტროლის სპეციალურმა სამსახურებმა დაადგინეს, რომ გლიფოსატის შემცველობა საკვებ პროდუქტებში მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს მიღებულ სტანდარტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მწარმოებელს 5 მილიონი დოლარის ჯარიმა ემუქრება.



0
160
2-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0