მუსიკა "ისინი საერთოდ არ იკბინებიან"-სად არის და რას საქმიანობს 80-იანი წლების ვარსკვლავი იური ანტონოვი? 2 აგვისტო, 15:05 ცოტა ხნის წინ 79 წლის რუსმა პოპ-როკ მომღერალმა იური ანტონოვმა ინტერვიუ მისცა გამოცემა news.ru.-ს. მომღერალს ართრიტი აქვს და გულზე პრომლემები, 2020 წელს ფეხი გადაუბრუნდა, რის გამოც ძლიერი ტკივილები დაეწყო, იძულებული გახდა ავსტრიაში ემკურნალა, მას ოპერაციაც გაუკეთეს, თუმცა ტკივილები მაინც აწუხებს.ამის გამო დღეს მუსიკოსი სცენას საბოლოოდ არის ჩამოშორებული. იური ანტონოვი ცხოვრობს მოსკოვის გარეუბანში საკუთარ სახლში 40 კატასთან, 17 ძაღლთან, 20 ციყვთან, იხვებთან, ბატებთან, მამლებთან, ფარშევანგებთან, ხოხბებთან და დეკორატიულ თევზებთან ერთად. "წელიწადში 750 კილოგრამი მზესუმზირას ვყიდულობ. ეს თვეში სამოცი კილოგრამია. მთელ მიწის ნაკვეთზე უამრავი საკვებური ჩამოვკიდე და ციყვები მოშინაურდნენ, ისინი ხელზე გადმოდიან. სახლში თავისუფლად შემოდიან და მხარზე მასხდებიან. მე მათ ფოტოებს ვუღებ – სელფის . ციყვები საერთოდ არ იკბინებიან: ისინი ძალიან კეთილგანწყობილები არიან. იური ანტონოვი. 2024 წლის თებერვალში მან გამოაცხადა, რომ უარს ამბობდა სოლო კონცერტების გამართვაზე, მაგრამ განმარტა, რომ კარიერას არ ასრულებს. „დიახ, ვმუშაობ. მაგრამ ძირითადად ახლა სტუდიაში, ახალი სიმღერებს ვწერ. კონცერტებით ქვეყანაში მოგზაურობის განსაკუთრებული სურვილი აღარ მაქვს. ჩემს ასაკში უცნაურიც იქნება". შეგახსენებთ, კომპოზიტორის, მუსიკოსის, პოეტის და მომღერლის, იური ანტონოვის მუსიკალური კარიერა იწყება 1969 წელს, როდესაც იგი გახდა ვია "Поющие гитары" სოლისტი, სწორედ მაშინ გაჟღერდა მისი ისეთი ცნობილი ჰიტები როგორიცაა «Аэропорт», «Где же смелость? ""Нет тебя прекрасней" და სხვები. შემდეგ უკრავდა კიდევ რამდენიმე ჯგუფში( ВИА «Добры молодцы», "Аракс» ), თუმცა დიდების ზენიტი დგება 1982 წლიდან, როდესაც მუსიკოსი სოლო კარიერას იწყებს, სწორედ მაშინ ჩაწერა ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორიცაა «Маки», «Море», «Вот как бывает», «Крыша дома твоего», «Берегите женщин» და სხვა. 299 3-ს მოსწონს
|