ფიტოთერაპია საქართველოში გავრცელებული 5 ყველაზე სასარგებლო მცენარე ჯანმრთელობისათვის 2024, 1 აგვისტო, 12:52 ალოე – მის შემადგენლობაში შედის Е, С, А და В ჯგუფის ვიტამინები, მიკროელემენტები მარგანეცი, სპილენძი, თუთია, კალიუმი, პოლისაქარიდები, კახეტინი, ფერმენტები, ალიონი, ფიტოციდები, ორგანული მჟავები, ფენოლები, რთული ეთერები, ფისოვანი ნივთიერებები. ალოეს წვენს აქვს ბაქტერიოციდული, სოკოს და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, არჩენს კანის (წყლულები, ეგზემა, ალერგიული გამონაყარი და სიწითლე, დერმატიტი), შინაგანი ორგანოების (ღვიძლი, თირკმელები) დაავადებებს. კანის გაჭრისას და დაზიანებისას ალოეს გაჭრილ ფურცელს გამოიყენებენ სისხლდენის გასაჩერებლად და დეზინფექციისას. ალოეს აღმდგენი თვისებები კანს აახალგაზრდავებს, ატენიანებს და ხდის ელასტიურს. ![]() ასკილი ყველასთვის ცნობილია, როგორც C ვიტამინის ერთგვარი „საბადო“ – მასში ეს ვიტამინი 5-10–ჯერ უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარში და 40-50-ჯერ მეტი, ვიდრე ლიმონში. ასკილი წმენდს სისხლძარღვთა სისტემას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოიყენება სისხლნაკლებობის, C ვიტამინის ნაკლებობის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის, ღვიძლის სამკურნალოდ. ასკილი ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც მატონიზებელი, გამამაგრებელი საშუალება. ის აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას, ამაღლებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ინფექციური დაავადებების დროს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. მას იყენებენ ჰიპერტონიული დაავადებების სამკურნალოდ. სამკურნალო თვისებები აქვს არა მხოლოდ ასკილის ნაყოფს, არამედ მის ფესვს, ფოთოლს, ყვავილსა და თესლსაც კი. ასკილის ფესვებში ბევრი მთრიმლავი ნივთიერებაა. გამოიყენება კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების, ღვიძლისა და თირკმლის კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ. თესლისგან იღებენ ზეთს, რომელიც ცხიმოვან მჟავებსა და ვიტამინებს შეიცავს. ორივეს ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელი თვისებები აქვს. ![]() სალბის ფოთლები გამოირჩევა მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველი და დამარბილებელი მოქმედებით. გარდა ამისა, სისხლდენისა და ოფლის გამოყოფის შემაფერხებელი ეფექტი აქვს. სალბის ფოთლების ნაყენი სავლებად გამოიყენება სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების), ზემოთა სასუნთქი გზების კატარის (ანთების), ხახის ანთების (ანგინის) დროს. გინეკოლოგიური დაავადებებისას მას შესასხურებლად უნიშნავენ. ნაყენი სასარგებლოა ქალებისთვის კლიმაქსურ პერიოდში, მეძუძურ დედებში კი ის ლაქტაციას (რძის გამოყოფას) ამცირებს. სალბის ნაყენს შესანიშნავი ეფექტი აქვს გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების), კოლიტის (მსხვილი ნაწლავის ანთების), წყლულოვანი პათოლოგიის, მეტეორიზმის (აირების დაგროვების გამო მუცლის შებერვის), ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთების მკურნალობისას. ![]() მრავალძარღვა-მრავალძარღვას შემადგენლობაში შედის უამრავი მთრიმლავი ნივთიერება — ფიტონციდი, ორგანული მჟავა, პოლისაქარიდი, ფლავონოიდი, კაროტინოიდი, К და С ვიტამინები და ბევრი სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება. მრავალძარღვა შესანიშნავი საშუალებაა სხვადასხვა დაავადების დროს. ის აქრობს ანთებით პროცესს, არის კარგი ანტისეპტიკური საშუალება, ახორცებს ჭრილობებს, კარგად მოქმედებს კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე, ხსნის ტკივილს, კარგი ამოსახველებელი და სისხლის გაწმენდის საშუალებაა. მრავალძარღვას ფოთლების ნაყენით შესაძლებელია არა მხოლოდ ჩვეულებრივი ხველების ან რესპირატორული დაავადების მოშორება, არამედ ისეთი სერიოზული დაავადებისგან განკურნება, როგორიცაა ფილტვების ტუბერკულიოზი, პლევრიტი, ზედა სასუნთქი გზების კატარი, ბრონქული ასთმა და ყივანახველა. ![]() ![]() 64 4-ს მოსწონს
|