x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პირამიდების მშენებლობის თარიღის საიდუმლო გახსნილია...
image


უკანასკნელი კვლევის შედეგების მიხედვით, პირამიდები 12 000 წლის წინ არის აშენებული. ეს მეცნიერებმა სფინქსის მდებარეობის მიხედვით დაადგინეს. სფინქსი, მათი აზრით, ახალი ეპოქის დაწყების აღსანიშნავად იყო კლდეში გამოკვეთილი. ის აღმოსავლეთით, მზის ამოსვლის წერტილს უყურებს, ხოლო იმ ადგილზე, ღამის ცაზე, ზოდიაქოს თანავარსკვლავედი ჩნდება.

დედამიწა, ერთი წლის მანძილზე, 12 ზოდიაქოს შორის აკეთებს სრულ წრეს. მოძრაობის დროს, მისი წარმოსახვითი ღერძი, თანდათანობით გადაადგილდება (ღერძის ასეთ მოძრაობას, პრეცესია ეწოდება) და ასევე აკეთებს სრულ წრეს, ზოდიაქოებს შორის. მაგრამ, ეს იმდენად ნელი პროცესია, რომ დედამიწისგან განსხვავებით, წარმოსახვით ღერძს, ამ წრის გასაკეთებლად, 25 765 წელი ესაჭიროება.


imageimage


ამჟამად, დედამიწამ დატოვა თევზების ეპოქა და მერწყულის ეპოქაში გადავიდა, ხოლო როდესაც სფინქსის ქანდაკება იქმნებოდა, პლანეტა ლომის ეპოქაში შევიდა. ეს კი 12000 წლის წინ, ანუ ჩვენს ერამდე 10 000 წლის წინ იყო.


image


დადგენილია, რომ სფინქსი და პირამიდები ერთი და იგივე დროს არის შექმნილი. ამიტომ, პირამიდების აშენების თარიღად, ძვ. წ. აღრ. 10 000 წელი არის მიჩნეული. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს თარიღი, ნეოლითის “რევოლუციის"* დაწყების თარიღს ემთხვევა. სფინქსი მთაში გამოკვეთილი მონოლითური ფიგურაა, ხოლო პირამიდები მაღალტექნოლოგიური ნაგებობა, რომლის ასაშენებლად, ბევრად უფრო განვითარებული ტექნიკური ბაზა იყო საჭირო, ვიდრე დღეს არის დედამიწაზე.
იაპონიაში სცადეს, უახლესი ტექნიკის გამოყენებით, ხეოფსის პირამიდის მინი მოდელის აშენება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
ვესტკარის პაპირუსში ნათქვამია, რომ ხეოფსის პირამიდა 20 წლის მანძილზე შენდებოდა და მას მუშები შიშველი ხელებით აშენებდნენ, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე, რაც ყოვლად წარმოუდგენელია. ასეთი პირამიდის ხელით ასაშენებლად, მინიმუმ 100 წელი მაინც იქნებოდა საჭირო. მშენებლობა 20 წელში რომ დასრულებულიყო, მშენებლებს, თითო ქვის დადებაზე, რომელიც საშუალოდ 2, 5 ტ. იწონის, ხოლო ყველაზე დიდი 15 ტ. არის, სულ 3 წუთი უნდა დაეხარჯათ.
ამრიგად, თუ პაპირუსში პირამიდის აშენების ვადა ზუსტად არის მითითებული, პირამიდის ასეთ მცირე დროში აშენება, მხოლოდ აკუსტიკური ტალღების გამოყენებით შეეძლოთ.

აკუსტიკურ ტალღებს დედამიწის გრავიტაციის დაძლევა და უწონობის ველის შექმნა შეუძლია. ასეთ ვითარებაში, უზარმაზარი ბლოკები ბურთზე უფრო მსუბუქი გახდებოდა.
ძველ ბერძნულ ჩანაწერებში, პირამიდების მშენებლობის მექანიზმი, “მფრინავი ქვების" სახელით არის მოხსენიებული და პლატონის თქმით, ეგვიპტელმა ქურუმებმა იცოდნენ ამ საიდუმლოს შესახებ ყველაფერი.

დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენებით, მსგავსი მეთოდით, მხოლოდ ჩოგბურთის ხელა საგნის აწევა არის შესაძლებელი. ამაზე შორს, ჩვენი ცივილიზაციის ტექნიკა არ წასულა. მაგრამ ეს შედეგი, იმის მტკიცებულებად გამოდგება, რომ საგნების აკუსტიკური ლევიტაცია შესაძლებელი არის.
სფინქსს ლომის ტანი და ადამიანის სახე აქვს. მეცნიერებმა შეისწავლეს მისი სახის ნაკვთები და ის დღეს მცხოვრებ ადამიანების სახის ნაკვთებს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ მსგავსი სახის ნაკვთები და ფორმა, არცერთი რასის წარმომადგენელს არა აქვს. ამის შემდეგ, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ეს არის იმ ცივილიზაციის წარმომადგენლის სახე, რომელიც ჩვენს ცივილიზაციამდე (ან მასთან ერთად, ატლანტიდაზე) ცხოვრობდა დედამიწაზე, ხოლო სფინქსის ქანდაკება არის “სახსოვარი" (სფინქსის საიდუმლო დღემდე არ არის ამოხსნილი), რომელიც წინა ცივილიზაციამ დაუტოვა ჩვენს ცივილიზაციას.


* ჩვენს ერამდე XI ათასწლეულში, კაცობრიობის ისტორიაში, დიდი ცვლილებების ეპოქა დაიწყო. მოხდა, ე. წ. “ნეოლითის რევოლუცია", რომელიც ჩვენს ერამდე 10 500-10 000 წლის წინ დაიწყო და რამოდენიმე ათასი წლის მანძილზე გრძელდებოდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, დიდი ცვლილება მოხდა პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების წესში: ისინი შემგროვებლობიდან სოფლის მეურნეობაზე გადავიდნენ, დაიწყეს ხორბლისა და სიმინდის მოყვანა. ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ის არის, რომ იმ კულტურების წინაპრები, რომლის დათესვაც პირველმა მიწათმოქმედებმა დაიწყეს, აღმოჩენილი არ არის. სიმინდი და ხორბალი ერთდროულად გაჩნდა დედამიწის სხვადასხვა რეგიონში.

image


“რევოლუცია" მოხდა საქართველოშიც, მაგრამ, უფრო მოგვიანებით – V - IV ათასწლეულებში ჩვენს ერამდე. მტკვრისა და არაქსის ხეობებში, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. ხოლო III ათასწლეულში ჩვენს ერამდე, ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, ჩამოყალიბდა მტკვარ-არაქსის კულტურა.



image

არხის სხვა სიახლეები:


* უძველესი რასა და ცივილიზაცია დედამიწაზე

* «ეგვიპტის ისტორია» – ნაშრომი, რომელსაც საფუძვლად, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხანძრის დროს დამწვარი დოკუმენტები უდევს

* რაკოცბრუკე – ხიდი, რომელიც თვით ეშმაკმა ააგო

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
446
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0