სხვა სინგაპურის "ოქროს ახალგაზრდობა", რომელიც "ინსტაგრამზე" თავს მდიდრული ცხოვრების წესით იწონებს 31 ივლისი, 20:53 "XX საუკუნის ეკონომიკურ ფენომენად" წოდებული სინგაპური უნიკალურ ქალაქ - სახელმწიფოს წარმოადგენს, სადაც ტრადიციები და თანამედროვეობა, დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. როგორც ცნობილია, ე.წ. "ლომის ქალაქი" მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად არის მიჩნეული. ბრიტანული კვლევითი ცენტრის "Economist Intelligence Unit"-ის თანახმად, სინგაპურში ცხოვრება ნიუ - იორკთან შედარებით 2, 5 - ჯერ უფრო მეტად ძვირია თუმცა, შეძლებული სინგაპურელებისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ქალაქის "ოქროს ახალგაზრდობა" მდიდარი მშობლების წყალობით ეკონომიკურ სიდუხჭირეს არ უჩივის და თავიანთი მდიდრული ცხოვრების ამსახველ ფოტოკადრებსაც სოციალური ქსელების საშუალებით მილიონობით გამომწერს სისტემატურად უზიარებს. მაშ ასე, მოდით, ვნახოთ თუ როგორ ცხოვრობენ და ერთობიან ყველაზე მდიდარი ქალაქის ყველაზე შეძლებული ოჯახის შვილები. 788 შეფასება არ არის |