x
მეტი
  • 31.07.2024
  • სტატია:136281
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510500
"ხალხნო. კობახიძის სიცოცხლე საფრთხეშია.. სერიოზულად ვდარდობ"- რა ინფორმაციას ავრცელებს ვიკა ბუკია

image


ჟურნალისტი ვიკა ბუკია თეირანში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციას საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ისმაილ ჰანიაც ესწრებოდა:


"სხვა თუ არაფერი, 26 ოქტომბერს კობახიძე გადავარჩინოთ, ხალხნო. ირაკლი კობახიძის სიცოცხლე საფრთხეშია. ისეთ ხალხს ხვდება სერიოზულად ვდარდობ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს არ შეეწიროს" - წერს ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასისა და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 31 ივლისის დილას ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში მოკლეს. ჰანიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ჰამასი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს, რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამბობს, რომ მკვლელობას იძიებს, ისრაელი მომხდარს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.


როგორც ცნობილია ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციას საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ისმაილ ჰანიაც ესწრებოდა, ამის ამსახველი სურათი თავდაპირველად პრემიერმინისტრის "Facebook" -ის გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა, აღნიშნული სურათი მალევე წაშალეს.


image


0
281
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
281